"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს ხვალ წარადგენს - კვირის პალიტრა

"ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს ხვალ წარადგენს

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს ხვალ, 18 სექტემბერს წარადგენს.

"ლელოს" ახალი წევრების წარდგენა 13:00 საათზე იგეგმება. მამუკა ხაზარაძე მოძრაობის პირველ 12 წევრს საზოგადოებას "ლელოს“ ოფისში გააცნობს.

შეგახსენებთ, ხაზარაძემ "ლელოს" პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა და როგორც განაცხადა, არჩევს სხვადასხვა სფეროში 12-12 ლიდერს.

"ინტერპრესნიუსი"