სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
18-09-2019
სალომე ზურაბიშვილი პატიმრების შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი შეწყალებაზე მორატორიუმს აცხადებს. შესაბამისი განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ზურაბიშვილი ამ გადაწყვეტილებას მის მიერ რამდენიმე პირის შეწყალების საკითხზე საზოგადოების შეშფოთებით ხსნის.
"ამ ვითარებიდან გამომდინარე, ვაცხადებ მორატორიუმს შეწყალებაზე...

"მე ადრეც გამოვდიოდი წინადადებით, რომ შეწყალების წესები იყოს გადახედილი და იყოს ეს შემუშავებული პარლამენტში სამუშაო ჯგუფის მიერ. ამაზე კონსულტაციები უკვე შედგა პარლამენტის თავმჯდომარესთან. ჩვენ იანვრიდან ვამზადებდით ახალ წესებს და ჩემი ვერსია გადაეცემა პარლამენტის თავმჯდომარეს. მომავალი კვირიდან
შედგება ამ სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელშიც ყველა პარტია შევა და ისინი ჩამოაყალიბებენ, როგორი უნდა იყოს ის იდეალური წესები, რომ აღარ მოხდეს შეშფოთება საზოგადოების", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

იხილეთ ასევე: "ტელევიზიით გავიგეთ, რომ დათუნას მკვლელი გარეთ არის. მამიდაჩემი ამ საქმეს გადაყვა, პრეზიდენტმა კი არაფრად ჩაგვაგდო, ეს
არის სულში ჩაფურთხება"

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო

დასკვნა
18 სექტემბერი 2019 11:35
ეს არაა ლაპარაკი, პასუხი უნდა გაეცეს იმ ორი პატიმრის განთავისუფლების პირობებს.
guga
18 სექტემბერი 2019 11:29
რაც ლორთქიპანიდზე ტრიბუნიდან გააგდო იმისმერე ოტხმეზური როგორუჩერს ამ ქალს ხმას მიკვირს იმედია ახლა მაინც მოვა გონს

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?