ვინ არის მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი "ლელოს" პირველი 12 ლიდერი
18-09-2019
ვინ არის მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილი "ლელოს" პირველი 12 ლიდერი
ფოტო:ლანა გალდავა, საბა ბუაძე, თეონა დოლენჯაშვილი
მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა.

როგორც ხაზარაძემ განაცხადა, "მოძრაობაში საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან წარმოდგენილი".

"ლელოს" წევრები არიან:

1. ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია "ლელოს" იურისტი;

2. ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი;

3. თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი;

4. კახა კოჟორიძე- იურისტი;

5. მედეა მეტრეველი- ფილოლოგი;

6. გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი;

7. საბა ბუაძე - "სამოქალაქო მოძრაობის" წევრი;

8. გიგლა მიქაუტაძე- ეკონომისტი;

9. ქეთი ენუქიძე-ორგანიზაცია "შეაჩერე კორუფციის" ერთ-ერთი დამფუძნებელი;

10. ელენე მელიქიშვილი - საგარეო პოლიტიკის მკვლევარი;

11. გია მორდეხაშვილი -ბიზნესმენი;

12. დავით გელაშვილი- ეკონომისტი;

"საზოგადოებრივი მოძრაობა პარტიასთან არაფერ კავშირშია. პოლიტიკური პარტიის ლიდერები პრაიმერის პრინციპით იქნებიან არჩეული", - განაცხადა ხაზარაძემ.

იხილეთ ვიდეო


რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თვის კითხვადი სტატიები