ვინ არის ბიზნესმენი გიორგი მორდეხაშვილი, რომელიც ხაზარაძის "ლელოს“ 12-კაციან სიაშია - კვირის პალიტრა

ვინ არის ბიზნესმენი გიორგი მორდეხაშვილი, რომელიც ხაზარაძის "ლელოს“ 12-კაციან სიაშია

დღეს მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებრივი მოძრაო "ლელოს“ 12-კაციანი ჯგუფი წარადგინა. მათ შორის არის ბიზნესმენი გიორგი მორდეხაშვილი, რომელიც, როგორც თავად აცხადებს, უცხოეთიდან საქართველოში სულ ახლახანს დაბრუნდა.

გიორგი მორდეხაშვილი რუსეთის მოქალაქეა და საქართველოში კომპანია "გუდვაინში“ 25%-იან წილს ფლობს. საქართველოში ჩამოსვლამდე გიორგი მარდეხაშვილი ნიცაში ცხოვრობდა. ის ნიცაში ფლობს რესტორან "ლანგუსტს“, რომელიც 2016 წელს გახსნა.

გიორგი მარდეხაშვილი საქართველოდან რუსეთში 1990-იანი წლების დასაწყისში წავიდა. ის 3 წლის განმავლობაში მუშაობდა სხვადასხვა კომპანიაში. გიორგი მორდეხაშვილმა რუსეთში პირველი ინტერნეტ-მაღაზია "ინტერშოპი“ დააფუძნა, რომელიც მოგვიანებით სარფიანად გაყიდა. (გაგრძელება)