"ჩემთვის მიუღებელია მკვლელის შეწყალება" - კვირის პალიტრა

"ჩემთვის მიუღებელია მკვლელის შეწყალება"

ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების მსგავსი შეწყალება, - ამის შესახებ პრემიერ-მინიტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებს პრეზიდენტის მიერ მკვლელობაში მსჯავრდებული სამი პირის შეწყალებაზე დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, შეწყალების მექანიზმებს სჭირდება საკანონმდებლო ცვლილებები, რის აუცილებლობაზეც პრეზიდენტმაც ისაუბრა.

"შეწყალება პრეზიდენტის დისკრეციაა, თუმცა ჩემთვის აბსოლუტურად მიუღებელია პოლიციელის მკვლელის და საერთოდ მკვლელის, მძიმე დანაშაულის ჩამდენი პირების ასე მსგავსი შეწყალება. რა თქმა უნდა, აქ საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებებიც, რაც დასტურდება იმ ნაბიჯით, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა გადადგა - გამოაცხადა მორატორიუმი. უნდა იყოს საერთო მსჯელობა პარლამენტთან ერთად და რა თქმა უნდა, რაღაც ფილტრები უნდა გაჩნდეს, იმისთვის, რომ მძიმე დანაშაულში, განსაკუთრებით მკვლელობისთვის მსჯავრდებული ადამიანები, ასეთი ფორმით არ იყვნენ შეწყალებულები", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"