"რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო" - კვირის პალიტრა

"რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო"

რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, სულ რაღაც სამ თვეში ევროპა რუსეთთან ჩვეულ ურთიერთობას დაუბრუნდა და ეს ძალიან დიდი შეცდომა იყო. ამან გამოიწვია ტალღა, რომლის შედეგიც ყირიმის ანექსია იყო, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტმა კერსტი კალიულაიდემ „ევროპეისკაია პრავდას განუცხადა.

"მაშინ რუსეთმა მიიღო საფუძველი ჩაეთვალა: ოკ, ახლა ისინი ჩვენს წინააღმდეგ ლაპარაკობენ, მაგრამ სამი თვის შემდეგ ეს შეწყდება და ნამდვილად შეწყდა. საქართველოსთან ომიდან სამი თვის შემდეგ რუსეთი ევროკავშირ თან მოლაპარაკებას აწარმოებდა უვიზო რეჟიმზე.

ჩვენ ევროპაში მივხვდით ჩვენს შეცდომას და ეს ჩვენთვის გაკვეთილი იყო. ამჟამად ჩვენ ვეღარ ვიტყვით: "ოკ, 2014 წელს რაღაც ცუდი მოხდა, მაგრად მოდით, წინ წავიდეთ". თუ ჩვენ გადავყლაპეთ საქართველო, თუ გადავყლაპავთ ყირიმს, იქნება მორიგი წითელი ხაზი, რომელსაც რუსეთი გადაკვეთს", - აცხადებს ესტონეთის პრეზიდენტი.

"ინტერპრესნიუსი"