პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს - კვირის პალიტრა

პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს

"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11 % "ძალიან კარგად", 34 % - "კარგად", 37 % - "საშუალოდ", 10 % - "ცუდად" და 5 % - "ძალიან ცუდად" აფასებს.

ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც შემდეგი მაჩვენებელი აქვს: 1 % - "ძალიან კარგად", 12 % - "კარგად", 43 % "საშუალოდ", 21 % - "ცუდად", 7 % - "ძალიან ცუდად".

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 1 % ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა "ძალიან კარგია", 11 %-ის აზრით - "კარგია", 36 % ზურაბიშვილის საქმიანობას "საშუალოდ" აფასებს, 28 % - "ცუდად", 12 % კი "ძალიან ცუდად".

პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის საქმიანობის რეიტინგის შეფასების მაჩვენებელი კი ასეთია: 1 % - "ძალიან კარგი", 9 % - "კარგი", 31 % - "საშუალოდ", 16 % - ცუდი", 6 % - "ძალიან ცუდი".

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.