პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს
19-09-2019
პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს
"ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრემიერის, პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარისა და თბილისის მერის რეიტინგში კახა კალაძე ლიდერობს.

უფრო კონკრეტულად, კახა კალაძის საქმიანობას გამოკითხულთა 11 % "ძალიან კარგად", 34 % - "კარგად", 37 % - "საშუალოდ", 10 % - "ცუდად" და 5 % - "ძალიან ცუდად" აფასებს.

ლიდერების რეიტინგში მეორე ადგილზეა ყოფილი პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, რომელსაც შემდეგი მაჩვენებელი აქვს: 1 % - "ძალიან კარგად", 12 % - "კარგად", 43 %
"საშუალოდ", 21 % - "ცუდად", 7 % - "ძალიან ცუდად".

რაც შეეხება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, 1 % ფიქრობს, რომ მისი საქმიანობა "ძალიან კარგია", 11 %-ის აზრით - "კარგია", 36 % ზურაბიშვილის საქმიანობას "საშუალოდ" აფასებს, 28 % - "ცუდად", 12 % კი "ძალიან ცუდად".

პარლამენტის თავმჯდომარის,
არჩილ თალაკვაძის საქმიანობის რეიტინგის შეფასების მაჩვენებელი კი ასეთია: 1 % - "ძალიან კარგი", 9 % - "კარგი", 31 % - "საშუალოდ", 16 % - ცუდი", 6 % - "ძალიან ცუდი".

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ. კვლევა ხორციელდება დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid -ის ფინანსური ხელშეწყობით.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

.playbuzz { border-top: 1px solid#efefef; margin-top: 40px; }
რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, უნდა შეეძლოს თუ არა ხელისუფლებას საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების გარეშე შეზღუდვების დაწესება?
თვის კითხვადი სტატიები