გამოკითხულთა 40% სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
გამოკითხულთა 40% სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს
"ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, რაც 10%-ით მეტია აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით. აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 30% მიიჩნევდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითად შეფასების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კერძოდ: კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხი "კარგად" გამოკითხულთა 12%-მა გასცა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.
კონკრეტულად აპრილის თვესთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8 %-ით გაუარესდა. აპრილში ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 20% მიიჩნევდა.

ასევე ყველაზე დაბალია იმ რესპონდენტების მაჩვენებელიც, რომლებიც პრეზიდენტის საქმიანობას "საშუალოდ" აფასებენ. კერძოდ, გამოკითხულთა 28 % მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა "საშუალოა". აღსანიშნავია, რომ 12 %-მა "არ იცის" კითხვაზე პასუხი.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?