გამოკითხულთა 40% სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა 40% სალომე ზურაბიშვილის საქმიანობას უარყოფითად აფასებს

"ამერიკის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის" (NDI) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, რაც 10%-ით მეტია აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით. აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 30% მიიჩნევდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითად შეფასების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კერძოდ: კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხი "კარგად" გამოკითხულთა 12%-მა გასცა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კონკრეტულად აპრილის თვესთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8 %-ით გაუარესდა. აპრილში ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 20% მიიჩნევდა.

ასევე ყველაზე დაბალია იმ რესპონდენტების მაჩვენებელიც, რომლებიც პრეზიდენტის საქმიანობას "საშუალოდ" აფასებენ. კერძოდ, გამოკითხულთა 28 % მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა "საშუალოა". აღსანიშნავია, რომ 12 %-მა "არ იცის" კითხვაზე პასუხი.