გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა - NDI-ის კვლევის შედეგები
გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა - NDI-ის კვლევის შედეგები
NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.

კერძოდ, რესპონდენტთა 68 % აცხადებს, რომ ხელისუფულებამ 20 ივნისს გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22 % მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალა აქციის მონაწილეების დასაშლელად სათანადო იყო, 4% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 6% კი ამ კითვაზე პასუხს "არ ვიცი" აფიქსირებს.

იმავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას, იმ პირების მიმართ, ვინც ძალას
გადაამეტა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა.

კერძოდ, იმ რესპონდენტების 71%, ვინც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა 20 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად, ამბობს, რომ იმ პირების მიმართ არ გატარებულა სათანადო ღონისძიებები, ვინც ძალას გადაამეტა.

გამოკითხულთა 16% ამბობს, რომ ძალის გადამეტების გამო შესაბამისი პირების მიმართ სათანადო
ღონისძიებები გატარდა, კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" კი რესპონდენტთა 14%-მა დააფიქსირა.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ იმ ძალადობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, 14% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ყველას ერთნაირად ეკისრება, 9% ამბობს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა, 8% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება, 7% ოპოზიციას ასახელებს, 4% ბიძინა ივანიშვილს, 2% მიიჩნევს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობა თვითონ აქციის მონაწილეებს ეკისრებათ, 1-1% კი შსს-ს და პოლიციას ასახელებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
06-07-2020
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, საარჩევნო კოდექსის ცვლილებათა პაკეტი უზრუნველყოფს თუ არა საქართველოში თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე არჩევნებს?
დღის კითხვადი სტატიები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები