გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა - NDI-ის კვლევის შედეგები - კვირის პალიტრა

გამოკითხულთა უმრავლესობის აზრით, ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა - NDI-ის კვლევის შედეგები

NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ 20 ივნისის საპროტესტო აქციის დასაშლელად გადამეტებული ძალა გამოიყენა.

კერძოდ, რესპონდენტთა 68 % აცხადებს, რომ ხელისუფულებამ 20 ივნისს გადამეტებული ძალა გამოიყენა, 22 % მიიჩნევს, რომ ხელისუფლების მიერ გამოყენებული ძალა აქციის მონაწილეების დასაშლელად სათანადო იყო, 4% არცერთ მოსაზრებას არ ეთანხმება, 6% კი ამ კითვაზე პასუხს "არ ვიცი" აფიქსირებს.

იმავე კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მიიჩნევს, რომ 20 ივნისის აქციის დაშლისას, იმ პირების მიმართ, ვინც ძალას გადაამეტა, სათანადო ღონისძიებები არ გატარებულა.

კერძოდ, იმ რესპონდენტების 71%, ვინც მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ გადამეტებული ძალა გამოიყენა 20 ივნისის საპროტესტო აქციის მონაწილეების დასაშლელად, ამბობს, რომ იმ პირების მიმართ არ გატარებულა სათანადო ღონისძიებები, ვინც ძალას გადაამეტა.

გამოკითხულთა 16% ამბობს, რომ ძალის გადამეტების გამო შესაბამისი პირების მიმართ სათანადო ღონისძიებები გატარდა, კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" კი რესპონდენტთა 14%-მა დააფიქსირა.

გამოკითხულთა 43% მიიჩნევს, რომ იმ ძალადობაზე, რომელსაც ადგილი ჰქონდა 20 ივნისს ხელისუფლებაა პასუხისმგებელი, 14% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა ყველას ერთნაირად ეკისრება, 9% ამბობს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებელი პირადად გიორგი გახარიაა, 8% მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობა "ნაციონალურ მოძრაობას" ეკისრება, 7% ოპოზიციას ასახელებს, 4% ბიძინა ივანიშვილს, 2% მიიჩნევს, რომ ძალადობაზე პასუხისმგებლობა თვითონ აქციის მონაწილეებს ეკისრებათ, 1-1% კი შსს-ს და პოლიციას ასახელებს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

"ინტერპრესნიუსი"