გამოკითხულთა რამდენი პროცენტი აფასებს მთავრობის საქმიანობას უარყოფითად და რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ახლოს - NDI-ის კვლევის შედეგები
19-09-2019
გამოკითხულთა რამდენი პროცენტი აფასებს მთავრობის საქმიანობას უარყოფითად და რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ახლოს - NDI-ის კვლევის შედეგები
ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) დღეს საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკური ნაწილის პრეზენტაცია გამართა.

ცნობისთვის, კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდს მოიცავს. სულ კვლევაში შედის 2132 დასრულებული ინტერვიუ და კვლევის საშუალო ცდომილება არის 1.7%. კვლევა ჩატარებულია NDI-ის დაკვეთით CRRC -საქართველოს მიერ.

კვლევის თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობა მთავრობის საქმიანობას უარყოფითად აფასებს. უფრო კონკრეტულად, რესპონდენტთა 60%-ის აზრით, მთავრობა "ცუდად" მუშაობს, 32%-ის შეფასებით - "კარგად", ხოლო კითხვაზე პასუხი "არ ვიცი" 6%-მა დააფიქსირა.

კვლევის თანახმად, გამოკითხული ქართველი
ამომრჩევლის 45% ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ დგას მის შეხედულებებთან ახლოს. ამავე კვლევის თანახმად, რესპონდენტთა 19%-ის შეხედულებებთან ყველაზე ახლოს მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" დგას.

კითხვაზე: რომელი პარტია დგას თქვენს შეხედულებებთან ყველაზე ახლოს? - გამოკითხული მოსახლეობის 9% პასუხობს, რომ "ნაციონალური მოძრაობა", 6%-მა პასუხი არ იცის,
4%-მა უარი თქვა პასუხზე, 4% - "პატრიოტთა ალიანსი", ასევე 4% - "ევროპული საქართველო", 9%-მა აირჩია კატეგორია "სხვა".

აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 26%-ს არ აქვს მეორე არჩევანი.

კვლევის მიხედვით, საქართველოს მოქმედი პრეზიდენტის საქმიანობას გამოკითხულთა 40% ცუდად აფასებს, რაც 10%-ით მეტია აპრილის თვის მონაცემებთან შედარებით. აპრილში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პრეზიდენტის საქმიანობას ცუდად 30% მიიჩნევდა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგებით, პრეზიდენტის საქმიანობის უარყოფითად შეფასების ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

კერძოდ: კითხვაზე: როგორ შეაფასებდით პრეზიდენტის საქმიანობას, პასუხი "კარგად" გამოკითხულთა 12%-მა გასცა, რაც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ასევე ყველაზე დაბალი მაჩვენებელია. კონკრეტულად აპრილის თვესთან შედარებით აღნიშნული მაჩვენებელი 8 %-ით გაუარესდა. აპრილში ზურაბიშვილის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 20% მიიჩნევდა.

ასევე ყველაზე დაბალია იმ რესპონდენტების მაჩვენებელიც, რომლებიც პრეზიდენტის საქმიანობას "საშუალოდ" აფასებენ. კერძოდ, გამოკითხულთა 28 % მიიჩნევს, რომ სალომე ზურაბიშვილის საქმიანობა "საშუალოა". აღსანიშნავია, რომ 12 %-მა "არ იცის" კითხვაზე პასუხი.

ინსტიტუტების საქმიანობის უარყოფითად შეფასების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი პარლამენტს აქვს. გამოკითხულთა 32% მიიჩნევს, რომ პარლამენტის საქმიანობს ცუდად, ხოლო 10% მიიჩნევს, რომ ძალიან ცუდად. გამოკითხულთა 39 % მიიჩნევს, რომ საკანონმდებლო ორგანო საშუალოდ საქმიანობს. მხოლოდ 8% თვლის, რომ პარლამენტი დადებითად საქმიანობს.

სასამართლოების საქმიანობას ცუდად გამოკითხულთა 26% აფასებს, ძალიან ცუდად - 11% საშუალოდ 34 და დადებითად მხოლოდ 10%.

მთავარი პროკურატურის საქმიანობას უარყოფითად გამოკითხულთა 21% მიიჩნევს; 6% თვლის, რომ პროკურატურა ძალიან ცუდად მუშაობს; 34 % მიიჩნევს, რომ უწყების საქმიანობა საშუალოა, დადებითად 11% აფასებს.

საქართველოს მართმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას გამოკითხულთა 43% დადებითად აფასებს, ძალიან კარგად 21%; საშუალოდ 20 %-ი, ხოლო ცუდად 4%-ი.


იუსტიციის სახლების საქმიანობას კარგად მოსახლეობის 49% აფასებს, ხოლო ძალიან კარგად 8% ; საშუალოდ 25%, ხოლო ცუდად 7%.

საქართველოს ჯარის საქმიანობას ძალიან კარგად 8% ახასიათებს, 45% კარგად, 28% მიიჩნევს, რომ ჯარის საქმიანობის შეფასება საშუალოა, ხოლო 6 % მიიჩნევს, რომ ჯარის საქმიანობა ცუდია.

საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად გამოკითხულთა 37 % აფასებს, 5% ძალიან კარგად, საშუალოდ 37%, ხოლო ცუდად 12% .

სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას საშუალოდ გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, დადებითად 22%,ხოლო უარყოფითად 11%.

კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას, 59% აცხადებს, რომ მიიღებდა მონაწილეობას, 41% არ მიიღებდა.

რაც შეეხება კითხვას, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, გადაწყვეტილი გაქვთ თუ არა ვის მისცემდით ხმას, თბილისში გამოკითხული მოსახლეობის 39 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 56 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.

ასაკობრივ ჭრილში 18-34 წლის ამომრჩევლების 59 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 34 %-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს. 35-54 წლის ამომრჩევლების 58 % გადაუწყვეტელი ამომრჩეველია, 37%-ს გადაწყვეტილი აქვს ხმას ვის მისცემს.

ამავე კვლევის თანახმად, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს "ქართულ ოცნებას" დაუჭერდა, 19 % -არც ერთ პარტიას, ენმ - 9% , უარი პასუხზე - 9%, "პატრიოტთა ალიანსი" - 4%, "ევროპული საქართველო" - 4%, სხვა პარტია - 9%. ამავე ამომრჩევლის 29 %-ს არ აქვს მეორე არჩევანი.


"ინტერპრესნიუსი"

Levani.
21 სექტემბერი 2019 14:24
Es ver gavige ai es vitom mtavroba vinmes moscons.amat sazogadoveba ukidures gahivrebamde mikvanes.da amat mxares avadmkopi moazrovne tu ikneba.romelsac kartopili xaxvwi cvlis kvekanas.
Rezo
20 სექტემბერი 2019 01:54
ვერ წარმომიდგენია დღეს პარლამენტის და პრეზიდენტის საქმიანობა კარგან ან საშუალოდ როგორ უნდა შეფასო. ერთი მეორეზე უარესები არიან.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა აიკრძალოს თუ არა აზარტული თამაშების რეკლამა საქართველოში?