"ე.წ. ჯიხურებში მყოფი დაცვის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს"
"ე.წ. ჯიხურებში მყოფი დაცვის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა კრიტიკას ვერ უძლებს"
ე.წ. ჯიხურებში მყოფი დაცვის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა ვერ უძლებს კრიტიკას,- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ პარლამენტში ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, სახალხო დამცველის აპარატმა წელს პირველად შეამოწმა მათი უფლებრივი მდგომარეობა.

"თავდაცვის სფეროში წელს პირველად შევამოწმეთ შსს-ის დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამსახურის წარმომადგენლების საქმიანობის პირობები, ე.წ. ჯიხურებში მყოფი დაცვის თანამშრომლების უფლებრივი მდგომარეობა და ნამდვილად მათი ყოფა ვერ უძლებს კრიტიკას. არ არსებობს პირობები იმისათვის, რომ დღის განმავლობაში მათ შეძლონ
ღირსებისთვის შესაბამის პირობებში ყოფნა.

განსაკუთრებული ყურადღება ჩვენი მხრიდან ეთმობა ჯარში თვითნებური დასჯის პრაქტიკას და სამხედრო ნაწილებში გარდაცვალების შემთხვევების გამოძიებას, ასევე სამხედრო ერთეულებში ცუდ ინფრასტრუქტურულ მდგომარეობას,"- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა