"თუ საჭირო იქნება, პირველი პრემიერ-მინისტრი ვიქნები, რომელიც მივა პროკურატურაში და ჩვენებას მისცემს"
"თუ საჭირო იქნება, პირველი პრემიერ-მინისტრი ვიქნები, რომელიც მივა პროკურატურაში და ჩვენებას მისცემს"
თუ საჭირო იქნება, ვიქნები პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჟურნალისტებთან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით განაცხადა.

პრემიერმა აღნიშნა, რომ 20 ივნისი იყო "პარლამენტის შტურმის ღამე".

"მე ვიყავი შინაგან საქმეთა პირველი მინისტრი, რომელიც მივიდა პროკურატურაში და გამოძიებას მისცა ჩვენება. თუ საჭირო იქნება, ვიქნები ასევე პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც მივა პროკურატურაში და მისცემს ჩვენებას.

რაც შეეხება იმას, საკმარისი არის თუ არა - ამას იძიებს პროკურატურა
. შესაბამისად, პროკურატურა გადაწყვეტს, რამდენი ადამიანი იქნება დასაკავებელი და სად იქნება დევნა დასაწყები", - განაცხადა გახარიამ და ჟურნალისტებს მიმართა: რაც შეეხება თქვენს შესავალს, რომ ეს იყო "გავრილოვის დღე", მაგრამ იყო პარლამენტის შტურმის ღამე. კიდევ ერთხელ ვიმეორებ და ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულმა პოლიციელმა, რომელმაც მაშინ
შეძლო და დაიცვა სახელმწიფო ინსტიტუტი, ემსახურა სახელმწიფოს და შეასრულა თავისი ძირითადი მოვალეობები".

მან ასევე, უპასუხა ჟურნალისტების კითხვას, იმ დროს, როცა დაკავებულია აქციის 18 მონაწილე, რატომ არ არიან დაკავებულები მოქალაქეების დაშავებაზე პასუხისმგებელი პირები.

"რა თქმა უნდა, იყო ერთეული გადაცდომები, თუ საჭირო გახდება 10 ადამიანის დაკავება 10-ს დააკავებენ, თუ იქნება საჭირო - 20-ს.

18 ადამიანი ციხეში იმიტომ ზის, რომ მათ ჩაიდინეს ძალადობა სახელმწიფო ინსტიტუტის წინააღმდეგ და სახელმწიფოს აქვს თავისი უფლება-მოვალეობები დაიცვას როგორც თავისი მოქალაქეები, ასევე დაიცვას მშვიდობა და მართლწესრიგი", - განაცხადა გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?