პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ განხორციელებული შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობაში ბრალდებული რამდენიმე პირის შეწყალების ფაქტზე გენერალური პროკურატურის მხრიდან გამოძიების დაწყებას მიესალმება.

აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელების ფონზე, პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა ერთადერთი სწორი გზაა.

"მივესალმებით გენერალური პროკურატურის გადაწყვეტილებას პრეზიდენტის მიერ მსჯავრდებულების შეწყალების ფაქტებზე გამოძიების დაწყებასთან დაკავშირებით.

ისეთ დროს, როცა არ წყდება ინსინუაციების და მძიმე ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელება, ერთადერთი სწორი გზა პროკურატურის მიერ ფაქტების შესწავლა და
შემდეგ სათანადო სამართლებრივი რეაგირების განხორციელებაა", - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
23 სექტემბერი 2019 09:03
შეწყალება მხოლოდ მძიმე დანაშაულების ჩადენის ახლად აღმოჩენილ გარემოების დადგომის შედეგად უნდა იყოს შესაძლებელი : უსამართლო და ინსპირირებული ვერდიქტი,უდანაშაულობა და დანაშაულის ინსპირაცია თუ უდავოა ,ან არაფერია სადავო ,მაგრამ მისჯილი აქვს უვადო პატიმრობა ,ჰუმანურობის აქტის სახით მიეცეს 20 წელი !
აბა ნარკოდილერს და წინასწარ განზრავხით მკვლელს 7 და 9 წელი აქვს მისჯილი ,ნაპატიებია უკვე და კიდევ პატიობ,ნამუსი და საღი აზრი სადაა !?
თუ არ ტყუის და ისე ზის ,ვინც ჩასვა ყველა ციხეში ,მაგრამ სასამართლომ უნდა გამოუშვას და არა პრეზიდენტმა ,შეწყალების პრეზიდენტისათვის მოტივირებული თხოვნის უფლება უნდა ქონდეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და პარლამენტის თავმჯდომარეს ,პრემიერსაც ,კათალიკოს პატრიარქს ან სხვა ოფიციალურად აღიარებული კონფეციის ლიდერს ,და არა პრეზიდენტის აპარატის ჩინოვნიკებს ,სასამართლო რანაირიცა გვაქვს ,მთავრობასავით მეტი არ გვეკუთვნის და იმიტომ გვაქვს ეგეთი ,დავიმსახუროთ და გვექნება !
უცხოეთში იმიტომ გავრბივართ ,რომ ვიცით იქ საზოგადოებრივი ქონება და ღირებულებები ჩვენსას სჯობს,გვავიწყდება კია რომ ეს მათი ნაწვალებ ნაშრომია ,იბრძოლეს ამისათვის,კი არ ჩამოვიდნენ მესამე ქვეყნიდნან ლტოლვილ გესტარბაირტერად უკვე აშენებულ კარგ საზოგადოებაში,ააშენენს თავად და ახლა ჩვენ გვინდა სხვისი ნაშრომით ვისარგებლოთ,შექმენით თქვენც თქვენს ქვეყანაში და ისარგებლეთ და იამაყეთ სხვა რომ ჩამოვა აქ ამ სარგებლის სათხოვრად ,როგორც თქვენ თხოულობთ ახლა უცხოეთში სხვისი ნაბრძოლით სარგებლობას,იბრძოლეთ თქვენც ,აღარ გვყავს დედიკო,მამიკოც დაბერდა !
...
21 სექტემბერი 2019 20:51
რატო აღარ იკრიჭები, მაგას ნამდვილად არ გეტყვითო?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
დღის კითხვადი სტატიები