"სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს" - რას აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი?
20-09-2019
"სახელმწიფო ადამიანებს მონური შრომისგან დაიცავს" - რას აცხადებს კანონპროექტის ინიციატორი?
"სახელმწიფო ადამიანებს დაიცავს მონური შრომისგან," - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დიმიტრი ცქიტიშვილმა "ინტერპრესნიუსს" მის მიერ შემუშავებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განუცხადა, რომლის პარლამენტში ინიცირება ოქტომბერში იგეგმება.

მისი თქმით, ზოგიერთი ბიზნესმენი ამ მიმართულებით კანონის აღსრულებას ეწინააღმდეგება, ხოლო ბიზნესასოციაციის ხელმძღვანელი პირები ლევან ვეფხვაძე და ნიკა ნანუაშვილი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ინტერესებს ახმოვანებენ.

"თუ დასაქმებული მუშაობს იმაზე მეტ დროს, ვიდერე კანონი არეგულირებს და აიძულებენ იმაზე მეტი იმუშაოს, სახელმწიფოს მისი დაცვის ვალდებულება აქვს. თუ დასაქმებული კმაყოფილია თავისი
სამუშაო დროით, ხელფასით და ყველაფრით, ზეგანაკვეთური იქნება, სახლში თუ სხვაგან, სახელმწიფო არავის არაფერს უკრძალავს. ამ შემთხვევაში საუბარია იმაზე, რომ შრომის კოდექსი დასაქმებულისთვის გარანტიებს ქმნის და იცავს მას, ხოლო დამსაქმებლებს უკრძალავს, რომ ვერ გამოიყენონ ადამიანის შრომა ზედმეტად. ანუ თუ ადამიანმა იმუშავა განსაზღვრული საათები, იმის იქით აღარ
უნდა იმუშაოს, აღარ შეუძლია არც ანაზღაურებით და არც ისე, ამის გამო მას ვეღარ დაითხოვ სამსახურიდან, ეს არ იქნება ურჩობა და ა.შ. ანუ ადამიანები უნდა დავიცვათ, რომ ისინი არ ამუშაონ იმაზე მეტი, ვიდრე არის კანონით დადგენილი. სახელმწიფო ადამიანებს დაიცავს მონური შრომისგან. ზოგიერთ ბიზნესმენს კანონის აღსრულების ეშინია და სამწუხაროდ, ლევან ვეფხვაძე და ნიკა ნანუაშვილი არაკეთილსინდისიერი ბიზნესმენების ხმას ახმოვანებენ," - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები, რომელთა განხილვის დაწყება უახლოეს პერიოდში იგეგმება, სხვა საკითხებთან ერთად, შემდეგ ცვლილებებს ითვალისწინებს: სამუშაო საათების შემცირება და ზეგანაკვეთური სამუშაო საათების შეზუდვა/აკრძალვა, შეთავსებით მუშაობის აკრძალვა, სტაჟირების შეზღუდვა, მინიმალური ხელფასის სავალდებულოდ შემოღება, შრომითი ხელშეკრულებების დადებისა და შეწყვეტისათვის შეზღუდვების დაწესება და შრომის ინსპექციის მანდატის გაფართოება.

"ინტერპრესნიუსი"
რომანი
21 სექტემბერი 2019 16:18
მინიმალური ხელფასისა და პენსიის ოდენობის შესაბამისობა ევროკავშირის ქვეყნების სტანდარტებთან იქნება იმის განმსაზღვრელი თუ რამდენად შორს ან ახლოს ვართ ნატოსა და ევროკავშირთან,ხოლო ყველა სხვა ვერსია თუ
რამდენად ვუახლოვდებით ნატოსა და ევროკავშირს და ის გადადგმული ნაბიჯებიც იქნება ხრუშოვისეული კომუნიზმის
რეალობები, როცა ისინი გარკვეული ნაბიჯებით თითქოსდა უახლოვდებოდნენ კომუნიზმს და ზოგჯერ მათივე ფანტაზიით კომუნიზმის ხარაჩოებსაც ხედავდნენ.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?