"არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში"
"არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში"

არ აყვეთ პროვოკაციებს, არ აყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთში, კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,- ამის შესახებ მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ აქციაზე „სირცხვილია“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ბევრი პრობლემა აქვს და პრობლემების დაძლევა თავისუფლების გარშემო გაერთიანებით უნდა დაიწყოს.

"ჩვენ გვეგონა, რომ ყველაფერი უკვე მიღწეული გვაქვს, თურმე ახლა იწყება ყველაფერი 30 წლის შემდეგ თავიდან.
სანამ სული გვიდგას, სანამ ჯანი გვაქვს, სანამ ვიცით საქმე როგორ გავაკეთოთ, ყველა უნდა გავერთიანდეთ ჩვენი ქვეყნის გაერთიანებისთვის, რაც თავისუფლების გარეშე არ ხდება.

ჩვენ დავაფუძნეთ მოძრაობა "ლელო" იმიტომ, რომ საქართველომ უნდა უარი თქვას ერთხელ და სამუდამოდ დამარცხებაზე, დამარცხებაზე სპორტში, ფეხბურთში, სხვადასხვა სფეროში, უნდა დავძლიოთ ეს ყველაფერი, ეს ჩვენ შეგვიძლია,
იცით რატომ? ამხელა ინტელექტუალური ძალაა, ამდენი პროფესიონალი, ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ, რომელიც ჩვენი ემიგრაციაა, არც ერთ ქვეყანას ჰყავს ამდენი შემოქმედი ადმიანი, მაშინ რა გვჭირს? უნდა გადავდოთ, გავხდეთ ზეპარტიულები, ერთმა ყველაზე მთავარმა იდეამ უნდა გაგვაერთიანოს - ჩვენ უნდა ვიყოთ გამარჯვებული ქვეყანა, ბედნიერების ქვეყანა უნდა იყოს ეს ქვეყანა, ამის შანსი გვაქვს ჩვენ და ეს შანსი არის ერთი წელი, ჩვენ უნდა დავდოთ ლელო, გავიტანოთ და გამარჯვებული ქვეყანა უნდა გავხდეთ, ავაშენოთ ხიდები ჩვენს გულებში, მივუტევოთ ერთმანეთს, ამოვიღოთ ღვარძლი.

ჩემი პირველი გამოსვლაა და თქვენ სამსახურში მიგულეთ, ამ ბიჭების სამსახურში მიგულეთ, იქ სადაც გაჭირვებული კაცი იქნება, იქ მიგულეთ, არ აჰყვეთ პროვოკაციებს, არ აჰყვეთ ბოტებს, აგერ რომ იჯდნენ და ახლა საბურთალოზე ზიან, ბოტებს, რომლებიც ჩვენი შვილების ტვინებს რეცხავენ რუსული კაპიტლით, არ აჰყვეთ ბიძინა ივანიშვილის რუსეთშიჰ კრემლში ნაშოვნ ფულს, რომელიც დღეს პანამიდან შემოდის საქართველოში,“- განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

...
21 სექტემბერი 2019 20:11
ქართველი კაცის სახე ხართ ჭეშმარიტად და იმედს დავიტოვებ გვახარია ავარიას ინაშვილ ივანიშვილის პროტოტიპი არ გახდებით
ხალხი
21 სექტემბერი 2019 15:08
არ იცის როგორ უშველოს თავს, კარგად იცის რას ნიშნავს მისი და მისი ნაპარნიკის დანაშაული, არ არსებობს უფრო უხეში დანაშაული ბანკის მართველობაში რაც ხაზარაძემ და ჯაფარიძემ ჩაიდინეს, ეს არის 100% ციხე და ბანკში მუშაობის სამუდამო აკრძალვა.
ალექს
21 სექტემბერი 2019 14:45
არა აქვს ფულს სუნი და პარტიულობა ,მწვანე კია !

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები