არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს
პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ 10 მნიშვნელოვანი საკითხი წარადგინა, რომელზეც პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე იმუშავებს. როგორც არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, ყველა საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველი და უმნიშვნელოვანესი საკითხი არის საარჩევნო რეფორმა, რომლითაც ქვეყანაში 2020 წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარდება.

"როგორც იცით, ერთი წლის წინ ჩვენ მივიღეთ საკონსტიტუციო ცვლილებები და მაშინვე გადავწყვიტეთ, რომ საქართველო და ჩვენი ქვეყანა გადავიდოდა არჩევნების პროპორციულ სისტემაზე 2024 წელს. შემდგომში იყო საზოგადოების მოთხოვნა, იყო პოლიტიკური კონსულტაციები და
ჩვენ, როგორც დემოკრატიული ძალა, ვითვალისწინებთ ამ გარემოებებს, ვითვალისწინებთ ჩვენი საზოგადოების აზრს და ვცვლით პროპორციული არჩევნების თარიღს. ის ჩატარდება 2020 წელს. გარდა ამისა, საარჩევნო რეფორმის თვალსაზრისით ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება კანონმდებობაში. ეს არის პარტიების დაფინანსების მოდელის შეცვლა უფრო სამართლიანი, უფრო ობიექტური, უფრო გამჭვირვალე მოდელით, ეს არის
ცვლილებები პარტიების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, კამპანიის ჩატარებასთან დაკავშირებით. ყველა ამ საკითხზე ჩვენ, სამოქალაქო საზოგადოებასთან, ოპოზიციასთან და ჩვენს საერთშორისო პარტნიორებთან ერთად ვმუშაობთ. მაქსიმალურად ვეცდებით ეს რეფორმა წარმატებით დავხუროთ საშემოდგომო სესიაზე", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გარდა ამისა პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ პარლამენტი საშემოდგომო სესიისას აქტიურ მუშაობას აპირებს ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებითაც.

"ჩვენ ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. ჩემს კოლეგებთან ერთად ვაპირებთ კიდევ უფრო ეფექტური გავხადოთ პარლამენტთაშორისი თანამშრომობა, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებთან, ვაპირებთ აქტიურ მონაწილეობას საერთაშორისო საპარლამენტო ასამბლეებში და ამ ფორმატებში. ეს არის ნატოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ეუთოს საპარლამენტო ასამბლეა, ეს არის ევრობის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა და თქვენ ნახავთ, რომ საშემოდგომო სესიის განმავლობაში ჩვენი დელეგაციები, ჩემი კოლეგები ძალიან აქტიურ მონაწილებს მიიღებენ ამ პროცესში. რა თქმა უნდა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ძალიაან მნიშვენელოვანი საქმე ეს არის კანონმდებლობის ჰარმონიზაცია, რომ ჩვენი კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან გახდეს შესაბამისი და რა თქმა უნდა აეს უნდა გავაკეთოთ ისე, რომ ეს ჩვენი ქვეყნის დ ჩვენი საზოგადოების ინტერსებზე იყოს მორგებული", - განაცხადა თალაკვაძემ.

"ინტერპრესნიუსი"

რომანი
21 სექტემბერი 2019 15:56
პროპორციული სისტემით არჩევნების ჩატარებას მაშინ ექნება აზრი თუ მოხდება პარლამენტის წევრთა რაოდენობის შემცირება მაჟორიტარი დეპუტატების გაუქმების ხარჯზე,რადგან ეს მისცემს ხელისუფლებას რეალურად საბიუჯეტო თანხების შემცირების შესაძლებლობას და ამ თანხით შესაძლებელი იქნება,როგორც პენსიის მომატება ასევე თავდაცვის სამინისტროში 20 წლის წინანდელი 15 თვის გაყინული ხელფასების დარიგება,ასაევე ამ ვალის გასტუმრებით ქვეყანას გაეხსნება გზა ნატოსა და ევროკავშირისაკენ, რადგან ქვეყანა რომელსაც მისი ქვეყნის დამცველებისათვის არ აქვს ხელფასები ათწლეულობით გადახდილი ნატოსა და ევროკავშირში ჩემი აზრით არავინ მიიღებს.ხოლო პარლამენტში სიტყვიერი დაპირისპირება იმაზე თუ რომელი ძალა უფროევროპული და დასავლურია ჩემი აზრით ბლეფია და მეტი არაფერი,რადგან რეალურად ორივე ძალის მოქმედება მათი პრაქტიკული საქმეებით პრორუსული უფროა ვიდრე დასავლური,რადგან რაც გვაშორებს დასავლურ ღირებულებებს მივყავართ ჩრდილოეთისკენ

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები