"პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები რომ გამოკვეთოს, ყველაფერი პრეზიდენტის იმპიჩმენტით უნდა დასრულდეს..."
23-09-2019
"პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები რომ გამოკვეთოს, ყველაფერი პრეზიდენტის იმპიჩმენტით უნდა დასრულდეს..."
იურისტ ლევან ალაფიშვილის აზრით, შეწყალების საქმეზე პრეზიდენტი და ყველა ის პირი უნდა დაჰკითხონ, ვისთანაც კითხვები გაჩნდა. ის გაზეთ "კვირის პალიტრასთან" აცხადებს, რომ პრეზიდენტის დასაკითხად ყველაზე ლეგიტიმური ადგილი პარლამენტი იქნება. გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან:

ლევან ალაფიშვილი, იურისტი:
- მმართველი პოლიტიკური ძალა და მთავრობა ძალიან მძიმე დღეში ჩააყენა მათ მიერ მხარდაჭერილმა პრეზიდენტმა. ვფიქრობ, ამიტომ დაიწყეს ე.წ. მაშველი რგოლის ძებნა. საზოგადოების ყურადღება რომ გადაეტანათ, მმართველ ძალას ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა, გამოძიება უნდა დაეწყო. თუ ამას
არ იზამდა, მაშინ უნდა მოეხდინა ზეწოლა, რომ პრეზიდენტი თვითონ გადამდგარიყო. ეს უფრო დააზარალებდა მმართველ პოლიტიკურ ძალას, ამიტომ დაიწყეს გამოძიება. პროკურატურა როგორი ობიექტურია და როგორ იყენებს მას მმართველი გუნდი, ყველამ იცის. ამიტომ ერთი საშუალება რჩებათ - საზოგადოების დასანახავად ვითომ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ, მაგრამ არ გვეტყვიან, რა
შინაარსის ფაქტობრივი გარემოებები დაადგინეს, იტყვიან, ეს საიდუმლოაო. თუკი ვერ მიაღწიეს მიზანს, გამოგვიცხადებენ, ვერ ვნახეთ დანაშაულის ნიშნებიო.

გამიხარდება, თუ მოლოდინი გამიცრუვდება, მაგრამ პროკურატურამ დანაშაულის ნიშნები რომც გამოკვეთოს, ყველაფერი იმპიჩმენტით უნდა დასრულდეს, ეს კი იმას ნიშნავს, ხელისუფლებამ საკუთარ თავს გამოუტანოს განაჩენი.

...
- მორატორიუმის გამოცხადება რამდენად სწორი იყო?
- შეწყალება რომელიმე ინსტიტუტის უფლება კი არ არის, ის ინსტიტუტებზე, კონსტიტუციაზე მაღლა დგას. პრეზიდენტის უფლებამოსილებაა ხელი მოაწეროს რომელიმე კანონს, ეს ინსტიტუციურია, მაგრამ შეწყალება სახელმწიფოსია. თუ მორატორიუმს გამოაცხადებს, ესე იგი, იტყვის, სახელმწიფო მე ვარო, მაგრამ მეეჭვება, ეს წერილობით გააფორმოს და არ ჰყავდეს ადმინისტრაციაში ისეთი მრჩევლები, იურისტები, რომლებმაც იციან კონსტიტუცია, და არ აუხსნან, რომ ეს უხეში შეცდომა იქნება.

- მსახიობი ნანა ლორთქიფანიძე ამბობს, რომ დაუკავშირდნენ პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და უთხრეს, პრეზიდენტმა არ იცოდა, დავით ოთხმეზურის მკვლელს თუ იწყალებდაო. ეს რას ნიშნავს?

- მედიით გავრცელებული ინფორმაცია საგამოძიებო ორგანოებისთვის არის საფუძველი იმისა, რომ კონკრეტული ქმედებები განახორციელოს - უპირველესად უნდა დაჰკითხოს ის პირები, ვისთანაც ზარი შევიდა და საქმეს ახალი მიმართულება მიეცემა, მაგრამ გამოდის, საქმე არც შეუსწავლიათ. დიახ, საქმის მნიშვნელოვანი დეტალია ზურაბიშვილის ადმინისტრაციიდან ოთხმეზურების ნათესავებთან განხორციელებული ზარი. რას ჰქვია, არ ვიცოდიო, განაჩენიც არ უნახავს? მარტო პატიმრის სახელი და გვარი ნახა?

სიმართლე
23 სექტემბერი 2019 16:38
სრული ჭეშმარიტებაა ბატონო ლევან!
მედეა
23 სექტემბერი 2019 10:45
ეს ბატონი ადრე ობიექტურ ანალიზს აკეთებდა, ახლა სოროსელების აზრთა დინებას მ ი ე მ ხ რ ო და ნდობაც დაკარგა მოაზროვნე საზოგადოებაში!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, იცავენ თუ არა დღეს მოქლაქეები კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგოდ დაწესებულ რეკომენდაციებს?
თვის კითხვადი სტატიები