"ჩემი გა­მოს­ვლით მსურს გა­ვაფრ­თხი­ლო მსოფ­ლიო..." - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას
"ჩემი გა­მოს­ვლით მსურს გა­ვაფრ­თხი­ლო მსოფ­ლიო..." - რა განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას
ჩვენ უარი ვთქვით ძალის გამოყენებაზე, მაგრამ დიალოგზე არ გვითქვამს უარი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაეროს 74-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ზურაბიშვილის განცხადებით ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი უნდა გახდეს.

"ჩვენ მოქნილები ვართ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ არსებულ მდგომარეობას ვურიგდებით. ცვლილებების განხორციელება არის საჭირო. და ამას მარტო ვერ შევძლებთ. ჩვენ ყველას ჩართულობა გვჭირდება რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიზნის მისაღწევად. პირველ რიგში, საჭიროა არსებული
ფორმატების პოლიტიკური განზომილების გაფართოება, რათა შესაძლებელი გახდეს არსებითი და საგნობრივი დისკუსიების გამართვა. აუცილებელია ექსპერტთა დისკუსიებიდან პოლიტიკურ მოლაპარაკებებზე გადასვლა. საჭირო იქნება ყველა მხარის პოლიტიკური ნება, რათა ჟენევის ფორმატი არა მხოლოდ კონფლიქტის მართვის, არამედ მისი გადაჭრის ინსტრუმენტი გახდეს. ასევე აუცილებელია პოლიტიკური ნება, რომ საჭიროების შემთხვევაში, ახალი ფორმატები
შეიქმნას. ნებისმიერი ფორუმი და დიალოგი, ფორმალური თუ არაფორმალური უნდა იქნეს გამოყენებული, რათა რუსეთი ჩაერთოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების პირობების მკაცრად შესრულების შესახებ დისკუსიებში; რათა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას საშუალება მიეცეს, დაკვირვება განახორციელოს მთელ ტერიტორიაზე (როგორც ეს თავის დროზე იქნა შეთანხმებული). დე-ესკალაცია საოკუპაციო ხაზზე ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტია, რამაც კონფლიქტის ეფექტურ მოგვარებამდე უნდა მიგვიყვანოს. ასევე ყველასათვის ნათელი უნდა იყოს, რომ ახალმა კონფლიქტებმა ძველი არ უნდა დაგვავიწყოს, რადგან მშვიდობის დაყოფა და დანაწევრება არ შეიძლება", - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრე­ზი­დენ­ტმა გა­ე­როს ტრი­ბუ­ნი­დან მსოფ­ლიო ლი­დე­რებს ის ვი­თა­რე­ბა გა­აც­ნო რო­მე­ლიც ოკუ­პი­რე­ბულ და ად­მი­ნის­ტრა­ცი­უ­ლი სა­ზღვრის მიდ­მე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ებ­ზეა.
"რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი, დღეს მე აქ ვსა­უბ­რობ იმ ადა­მი­ა­ნე­ბის გა­ჭირ­ვე­ბა­ზე, რომ­ლე­ბიც ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ სა­ზღვარ­თან ცხოვ­რო­ბენ. ცხოვ­რო­ბენ იმ ზოლ­ზე, რო­მე­ლიც ნა­თე­სა­ვებს ერ­თმა­ნეთს აშო­რებს და სოფ­ლებს ხლეჩს, სა­დაც უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვე­ბი და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი ყო­ველ­დღუ­რი ცხოვ­რე­ბის ნა­წი­ლია, სა­დაც აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს სა­ზღვრე­ბის გა­და­წე­ვა, რაც შე­უძ­ლე­ბელს ქმნის ნორ­მა­ლურ მშვი­დო­ბი­ან ცხოვ­რე­ბას. მე ვსა­უბ­რობ ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის სა­ხე­ლით, რომ­ლე­ბიც აფხა­ზე­თი­სა და ცხინ­ვა­ლის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ებ­ზე ცხოვ­რო­ბენ, სა­დაც მუდ­მი­ვად ირ­ღვე­ვა ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბე­ბი, იზღუ­დე­ბა გა­და­ად­გი­ლე­ბის თა­ვი­სუფ­ლე­ბა, ჯან­მრთე­ლო­ბი­სა და გა­ნათ­ლე­ბის მომ­სა­ხუ­რე­ბის ხელ­მი­საწ­ვდო­მო­ბა. ორი­ვე რე­გი­ო­ნის სა­ზღვრებ­ზე გან­თავ­სე­ბუ­ლი გამ­შვე­ბი პუნ­ქტე­ბი პე­რი­ო­დუ­ლად იკე­ტე­ბა, რაც ადა­მი­ა­ნე­ბის ტან­ჯვას იწ­ვევს.
ჩემი გა­მოს­ვლით მსურს გა­ვაფრ­თხი­ლო მსოფ­ლიო, რომ ოკუ­პი­რე­ბულ აფხა­ზეთ­ში აფხა­ზუ­რი ენა (რო­მე­ლიც აღა­რე­ბუ­ლია სა­ქარ­თვე­ლოს კონ­სტი­ტუ­ცი­ის მიერ), და აფხა­ზუ­რი იდენ­ტო­ბა გა­ნად­გუ­რე­ბის ზღვარ­ზეა, აფხა­ზი ერის დე­მოგ­რა­ფი­უ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა კა­ტას­ტრო­ფუ­ლად არის შემ­ცი­რე­ბუ­ლი. აფხა­ზუ­რი ენის, იდენ­ტო­ბი­სა და ტრა­დი­ცი­ე­ბის და­კარ­გვა სამ­ყა­რო­სათ­ვის აღუვ­სე­ბე­ლი და­ნაკ­ლი­სი იქ­ნე­ბა. ჩვენ ყვე­ლა­ნი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ, რათა და­ვიც­ვათ და გა­და­ვარ­ჩი­ნოთ ეს მდი­და­რი კულ­ტუ­რუ­ლი მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბა, რის გა­მოც არა­ბე­ბი კავ­კა­სი­ას „ენა­თა მთად“ მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. მე ვსა­უბ­რობ იძუ­ლე­ბით გა­და­ად­გი­ლე­ბულ პირ­თა და ლტოლ­ვილ­თა სა­ხე­ლით, რომ­ლე­ბიც უკვე ათწლე­უ­ლე­ბის მან­ძილ­ზე ვერ უბ­რუნ­დე­ბი­ან მა­მი­პა­პი­სე­ულ სახ­ლებ­სა და მიწა-წყალს”- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა და იქვე დას­ძი­ნა რომ სა­ქარ­თვე­ლოს პა­სუ­ხი ომზე მრა­ვალ კომ­პო­ნენტს მო­ი­ცავს და პირ­ველ რიგ­ში - მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­სა და გან­ვი­თა­რე­ბის უზ­რუნ­ველ­ყო­ფას.

სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა ქვეყ­ნის შიგ­ნით არ­სე­ბულ საფრ­თხე­ებ­ზე ისა­უბ­რა. პრე­ზი­დენ­ტის გან­ცხა­დე­ბით პო­ლა­რი­ზა­ცია, სა­მო­ქა­ლა­ქო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის და­კარ­გვა, ზი­ზღის შემ­ცვე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი ქვე­ყა­ნა­ში შავ ხვრელს ქმნის.

"მშვი­დო­ბას არა მხო­ლოდ ომი ემუქ­რე­ბა, მას აგ­რეთ­ვე სულ უფრო მეტ პრობ­ლე­მებს უქ­მნის შიდა საფრ­თხე, რო­მე­ლიც მზარდ ზე­მოქ­მე­დე­ბას ახ­დენს ჩვენს სა­ხელ­მწი­ფო­ებ­სა და სა­ზო­გა­დო­ე­ბებ­ზე: პო­ლა­რი­ზა­ცია, სა­მო­ქა­ლა­ქო ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბის გა­უ­ფა­სუ­რე­ბა და ურ­თი­ერ­თპა­ტი­ვის­ცე­მის და­კარ­გვა, ზი­ზღის შემ­ცვე­ლი გა­მო­ნათ­ქვა­მე­ბი, ყალ­ბი ინ­ფორ­მა­ცია, კონ­სპი­რა­ცი­ის თე­ო­რი­ე­ბი - ყო­ვე­ლი­ვე ეს ქმნის შავ ხვრელს, რო­მე­ლიც ძირს უთხრის ჩვე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბის სტრუქ­ტუ­რა­სა და დე­მოკ­რა­ტი­ის სა­ფუძ­ვლებს. პა­სუ­ხი ჩვენს წინ არის: უნდა გა­დავ­სინ­ჯოთ ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­უ­ლი ღი­რე­ბუ­ლე­ბე­ბი: ტო­ლე­რან­ტო­ბა მათ შო­რის უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სია; პლუ­რა­ლიზ­მი მხო­ლოდ ცა­რი­ე­ლი სი­ტყვაა, თუ მას­ში არ იგუ­ლის­ხმე­ბა პა­ტი­ვის­ცე­მა სხვა­თა აზ­რის მი­მართ. სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც რე­ლი­გი­უ­რი, ეთ­ნი­კუ­რი და კულ­ტუ­რუ­ლი ტო­ლე­რან­ტო­ბი­სა და ღი­ა­ო­ბის სა­უ­კუ­ნო­ვან მა­გა­ლითს წარ­მო­ად­გენს, შე­იძ­ლე­ბა იმ ბრძო­ლის ავან­გარ­დში მო­ექ­ცეს, რო­მელ­შიც ჩვენ ყვე­ლა­ნი უნდა გა­ვერ­თი­ან­დეთ. სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ო­ბა თა­ვი­სუ­ფა­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბი­სა და ჯან­სა­ღი სა­ზო­გა­დო­ე­ბე­ბის­გან შედ­გე­ბა. ჩვენ ვერ მი­ვაღ­წევთ მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის მიზ­ნებს, თუკი შიგ­ნი­დან დავ­სუს­ტდე­ბით, და­ვიქ­საქ­სე­ბით და ერ­თმა­ნეთს და­ვუ­წყებთ ბრძო­ლას. ეს გახ­ლავთ ჩემი მო­წო­დე­ბა ქარ­თვე­ლე­ბის და არა მხო­ლოდ ქარ­თვე­ლე­ბის მი­სა­მარ­თით" - გა­ნა­ცხა­და სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტმა.

ასე­ვე, სი­ტყვით გა­მოს­ვლი­სას მან სა­ქარ­თვე­ლოს ჯან­დაც­ვის სის­ტე­მა­ზე ისა­უბ­რა და სა­ყო­ველ­თაო ჯან­დაც­ვის და­დე­ბით მხა­რე­ებს გა­უს­ვა ხაზი თუმ­ცა ხაზ­გას­მით აღ­ნიშ­ნა რომ ფა­სე­ბის ზრდა სა­ზო­გა­დო­ე­ბას მძი­მე ტვირ­თად აწევს.

“სა­ქარ­თვე­ლო უფრო და უფრო მე­ტად პო­პუ­ლა­რუ­ლი ად­გი­ლი ხდე­ბა სა­მე­დი­ცი­ნო ტუ­რიზ­მი­სათ­ვის თა­ვი­სი მრა­ვალ­რი­ცხო­ვა­ნი თერ­მუ­ლი კუ­რორ­ტე­ბის წყა­ლო­ბით, რო­მელ­თა მო­დერ­ნი­ზა­ცია ამ­ჟა­მად ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ჩვენ გვწამს, რომ ჯან­მრთე­ლო­ბა ყო­ვე­ლი ადა­მი­ა­ნის ხელ­შე­უ­ხე­ბე­ლი უფ­ლე­ბაა, რაც იმას ნიშ­ნავს, რომ უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი უნდა იყოს სა­ყო­ველ­თაო და ხელ­მი­საწ­ვდო­მი ხა­რის­ხი­ა­ნი ჯან­დაც­ვის მომ­სა­ხუ­რე­ბა. ამ ხელ­შე­უ­ხე­ბელ უფ­ლე­ბას დღეს საფრ­თხე ემუქ­რე­ბა მკურ­ნა­ლო­ბი­სა და მე­დი­კა­მენ­ტე­ბის ფა­სე­ბის ზრდის გამო. თა­ნა­მედ­რო­ვე სამ­ყა­რო­ში სულ უფრო მეტი და­ა­ვა­დე­ბის გან­კურ­ნე­ბა არის შე­საძ­ლე­ბე­ლი, მე­დი­ცი­ნა სას­წა­უ­ლებს ახ­დენს, მაგ­რამ ფა­სე­ბი მრა­ვალ­ჯერ იზ­რდე­ბა და ტვირ­თად აწევს სო­ცი­ა­ლურ ბი­უ­ჯეტს, სა­ზო­გა­დო­ებ­რივ სამ­სა­ხუ­რებ­სა და ცალ­კე­უ­ლი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის პი­რად რე­სურ­სებს. 2013 წლი­დან მო­ყო­ლე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლომ პო­ლი­ტი­კუ­რი არ­ჩე­ვა­ნი გა­ა­კე­თა ჯან­მრთე­ლო­ბის სა­ყო­ველ­თაო და­ზღვე­ვის სის­ტე­მის სა­სარ­გებ­ლოდ. ჯან­დაც­ვა­ზე გა­მო­ყო­ფი­ლი ბი­უ­ჯე­ტი სამ­ჯერ გა­ი­ზარ­და სხვა სექ­ტო­რებ­თან შე­და­რე­ბით და ჩვე­ნი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის 90 %-ს ხელი მი­უწ­ვდე­ბა პირ­ვე­ლა­დი ჯან­დაც­ვის სის­ტე­მის მომ­სა­ხუ­რე­ბა­ზე. ჩვენ სე­რი­ო­ზუ­ლი მიღ­წე­ვე­ბი გვაქვს დე­და­თა და ბავ­შვთა ჯან­მრთე­ლო­ბის კუ­თხით, TB ის, TB -ის რე­ზის­ტენ­ტუ­ლი ფორ­მე­ბის მკურ­ნა­ლო­ბის სფე­რო­ში; შიდსი/აივ თით­ქმის დაძ­ლე­უ­ლია. სა­ქარ­თვე­ლო­ში წარ­მა­ტე­ბით გან­ხორ­ცი­ელ­და C ჰე­პა­ტი­ტის ელი­მი­ნა­ცი­ის პროგ­რა­მა ამე­რი­კის და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლის ცენ­ტრის, ჯან­მო-სა და სხვა კერ­ძო სექ­ტო­რის პარტნი­ო­რე­ბის მხარ­და­ჭე­რით, რი­თაც ეროვ­ნუ­ლი მას­შტა­ბით ქრო­ნი­კუ­ლი და­ა­ვა­დე­ბის დაძ­ლე­ვის მსოფ­ლი­ო­ში პირ­ვე­ლი პრე­ცე­დენ­ტი შე­იქ­მნა. ჩვენ კი­დევ ბევ­რი სე­რი­ო­ზუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა გვაქვს”- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

გა­ე­როს გე­ნე­რა­ლუ­რი ასამ­ბლე­ის 74-ე ყრი­ლო­ბა­ზე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა ქვე­ყა­ნა­ში ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გზით გა­და­ცე­მის გზებ­ზე და მის თან­მდევ პრო­ცე­სებ­ზეც გა­ა­მახ­ვი­ლა ყუ­რა­დღე­ბა.

“ჩვენ მხარ­დამ­ხარ ვერ ვიბ­რძო­ლებთ, თუკი სა­ერ­თო ძი­რი­თა­დი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბი არ გვექ­ნე­ბა. დე­მოკ­რა­ტია ერთ-ერთი ასე­თი ფა­სე­უ­ლო­ბაა. დე­მოკ­რა­ტია ის არის, რაც თი­თო­ე­უ­ლი და ყო­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის სრუ­ლი ჩარ­თუ­ლო­ბის, სრუ­ლი ვალ­დე­ბუ­ლე­ბი­სა და პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას იძ­ლე­ვა გლო­ბა­ლუ­რი საფრ­თხე­ე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ერ­თობ­ლივ ბრძო­ლა­ში, რო­მელ­საც ახლა ვა­ხორ­ცი­ე­ლებთ (ვი­წყებთ). უკვე 28 წელი გა­ვი­და, რაც სა­ქარ­თვე­ლომ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი გზით გან­ვი­თა­რე­ბი­სა­კენ გა­ა­კე­თა არ­ჩე­ვა­ნი. თან­და­თან საპ­რე­ზი­დენ­ტო რეს­პუბ­ლი­კი­დან ჩვენ სრულ სა­პარ­ლა­მენ­ტო სის­ტე­მა­ზე გა­და­ვე­დით. ძა­ლა­უფ­ლე­ბის მშვი­დო­ბი­ა­ნი გა­და­ცე­მის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირ­ვა­ლე და ღია სა­არ­ჩევ­ნო სის­ტე­მამ­დე მი­ვე­დით”- გა­ნა­ცხა­და სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

სრულად პროპორციული სისტემის დანერგვის შედეგად, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებზე შეიძლება კოალიციური მთავრობაც კი მივიღოთ.
ჩვენ მხარდამხარ ვერ ვიბრძოლებთ, თუკი საერთო ძირითადი ფასეულობები არ გვექნება. დემოკრატია ერთ-ერთი ასეთი ფასეულობაა. დემოკრატია ის არის, რაც თითოეული და ყოველი მოქალაქის სრული ჩართულობის, სრული ვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საშუალებას იძლევა გლობალური საფრთხეების წინააღმდეგ ერთობლივ ბრძოლაში, რომელსაც ახლა ვახორციელებთ (ვიწყებთ). უკვე 28 წელი გავიდა, რაც საქართველომ დემოკრატიული გზით განვითარებისაკენ გააკეთა არჩევანი. თანდათან საპრეზიდენტო რესპუბლიკიდან ჩვენ სრულ საპარლამენტო სისტემაზე გადავედით. ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის გზით ჩვენ უფრო და უფრო გამჭვირვალე და ღია საარჩევნო სისტემამდე მივედით"- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (1)
ერთი
26 სექტემბერი 2019 09:27
ჩვენი პარტნიორები დეოკუპაციის პროცესში, მნიშვნელოვან როლს ანიჭებენ 2008წ. 12 აგვისტოს ხეშეკრულებას, ითხოვენ რუსეთისგან ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, რატომღაც ჩვენი მთავრობა, მას ნაკლებად იშველიებს, რა საიდუმლოს ინახავს ეს ხელშეკრულება, ხომ უნდა აუხსნან ხალხს პოლიტიკოსებმა, ეკსპერტებმა და რას აკეთებს ჩვენი ხელისუფლება ამ ხელშეკრულების შესასრულებლად...

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?