რუსი დეპუტატი იური შვიტკინი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს - კვირის პალიტრა

რუსი დეპუტატი იური შვიტკინი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს

რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ.

რუსი დეპუტატის განცხადებით, მოსკოვი თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის არის განწყობილი. მისივე თქმით, რუსი ხალხის უმეტესობა ქართველი ხალხისადმი მეგობრულად და, პრაქტიკულად, ძმურად არის განწყობილი.

"ოპტიმიზმით ვუყურებ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ფორმირებას", - განაცხადა შვიტკინმა.

მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგში ნეგატიური როლი ითამაშა ზოგიერთი ქართველი რადიკალის თავდაპირველმა რიტორიკამ. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია, საქართველოს პოლიტიკა ატარებდეს მუდმივ და სისტემატურ ხასიათს, ხოლო ქვეყნის მეთაურის სიტყვები არ შორდებოდეს საქმეს.

"ინტერპრესნიუსი"