რუსი დეპუტატი იური შვიტკინი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
რუსი დეპუტატი იური შვიტკინი სალომე ზურაბიშვილს პასუხობს
რუსეთის სახელმწიფო დუმის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე იური შვიტკინი საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს, რუსეთთან დიალოგის აუცილებლობის შესახებ.

რუსი დეპუტატის განცხადებით, მოსკოვი თბილისთან კონსტრუქციული ურთიერთობებისთვის არის განწყობილი. მისივე თქმით, რუსი ხალხის უმეტესობა ქართველი ხალხისადმი მეგობრულად და, პრაქტიკულად, ძმურად არის განწყობილი.

"ოპტიმიზმით ვუყურებ ორ სახელმწიფოს შორის ურთიერთობების ფორმირებას", - განაცხადა შვიტკინმა.

მანვე აღნიშნა, რომ მოსკოვსა და თბილისს შორის დიალოგში ნეგატიური როლი ითამაშა ზოგიერთი ქართველი რადიკალის თავდაპირველმა რიტორიკამ. მან აღნიშნა, რომ
აუცილებელია, საქართველოს პოლიტიკა ატარებდეს მუდმივ და სისტემატურ ხასიათს, ხოლო ქვეყნის მეთაურის სიტყვები არ შორდებოდეს საქმეს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის კითხვადი სტატიები
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები