"ვარ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი. ვა­ტა­რებ ჯვარს. 600 ეკლესია მაქვს აშენებული" - რაში დაადანაშაულა სააკაშვილმა ბოკერია?
"ვარ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი. ვა­ტა­რებ ჯვარს. 600 ეკლესია მაქვს აშენებული" - რაში დაადანაშაულა სააკაშვილმა ბოკერია?
მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ მას­სა და ყო­ფილ თა­ნა­მებ­რძოლ გიგა ბო­კე­რი­ას შო­რის ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბია. სა­ქარ­თვე­ლოს ყო­ფილ­მა პრე­ზი­დენ­ტმა „მთა­ვა­რი არ­ხის“ ეთერ­ში „ევ­რო­პუ­ლი სა­ქარ­თვე­ლოს“ ერთ-ერთი ლი­დე­რი ტრა­დი­ცი­უ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან დის­ტან­ცი­რე­ბა­ში და­ა­და­ნა­შა­უ­ლა.

"აქ არის მარ­თლაც ფუნ­და­მენ­ტუ­რი გან­სხვა­ვე­ბე­ბი. მა­გა­ლი­თად, მე ჩემი შე­ხე­დუ­ლე­ბე­ბით და ჩემი მრწამ­სით ვარ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი. ვინც რა უნდა თქვას, ესეც - ვა­ტა­რებ ჯვარს.

ბო­კე­რი­ამ და ბო­კე­რი­ას­ნა­ირ­მა ადა­მი­ა­ნებ­მა ყვე­ლა­ფე­რი გა­ა­კე­თეს იმი­სათ­ვის, რომ ჩვე­ნი დის­ტან­ცი­რე­ბა მომ­ხდა­რი­ყო ტრა­დი­ცი­უ­ლი, ქარ­თუ­ლი, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის­გან" - აღ­ნიშ­ნა სა­ა­კაშ­ვილ­მა.

მი­სი­ვე თქმით,
გიგა ბო­კე­რია წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გა­მო­ირ­ჩე­ო­და „გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად ცი­ნი­კუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბით ქარ­თუ­ლი ტრა­დი­ცი­ე­ბის, ქარ­თუ­ლი ფა­სე­უ­ლო­ბე­ბის მი­მართ“, რო­მე­ლიც სა­ა­კაშ­ვი­ლის­თვის „უძ­ვირ­ფა­სე­სია“.

ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის შე­ნიშ­ვნა­ზე, რომ იმა­ვე ბრალ­დე­ბას უყე­ნე­ბენ „ევ­რო­პულ სა­ქარ­თვე­ლოს“, „ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბა­სა“ და პი­რა­დად მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვილს „ქარ­თუ­ლი მარ­ში“ და სხვა პრო­რუ­სუ­ლი ძა­ლე­ბი, ყო­ფი­ლი პრე­ზი­დენ­ტი პა­სუ­ხობს :

„ჩემ წი­ნა­აღ­მდეგ ვერ გა­მო­ი­ყე­ნე­ბენ მა­გას,
იმი­ტომ რომ 600 ეკ­ლე­სია მაქვს აშე­ნე­ბუ­ლი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით, მათ შო­რის ბაგ­რა­ტი... ეკ­ლე­სი­ა­ში არ არის მარ­ტო საქ­მე, ეკ­ლე­სია ერთ-ერთი ელე­მენ­ტია. ჩვე­ნი ცხოვ­რე­ბის წესი, ჩვე­ნი ტრა­დი­ცი­ე­ბი, ის რაც არის ყვე­ლა­ფე­რი ქარ­თუ­ლი და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, არა­ფე­რი ან­ტი­და­სავ­ლუ­რი ამა­ში არ არის".

ამას­თან, მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი გიგა ბო­კე­რი­ას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნოდ არ გა­მო­რი­ცხავს და ამ­ბობს, რომ მის პარ­ტი­ა­ში ბევ­რი ღირ­სე­უ­ლი პი­როვ­ნე­ბაა.
01 ოქტომბერი 2019 14:11
Jer ra kenit...erti meoris hashveba daiwkes...rogor ar cxveniat...rais eklesiis amshenebeli ikavi..pirikit...wadi ...sheni aravisi ar jeravs...
მაია
30 სექტემბერი 2019 14:13
რა თავმდაბალია, გელათიც გეხსენებია შე კაი კაცო.. რავა შენი აშენებული არ არის თუ რაა... :-))))))))))))))))))))))))))))))
ლილე
30 სექტემბერი 2019 14:03
რაო ექვსასიო?!ბაგრატიც მე ავაშენეო?აღმაშენებელი ყოფილა.
თელავის თეატრის ულამაზესი შენობა რომ რკინის ბოძებში ჩაასამარე ის მიშა არ ხარ?

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ გიორგი გახარიას წლიურ ანგარიშს?