"ვარ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი. ვა­ტა­რებ ჯვარს. 600 ეკლესია მაქვს აშენებული" - რაში დაადანაშაულა სააკაშვილმა ბოკერია? - კვირის პალიტრა

"ვარ მარ­თლმა­დი­დე­ბე­ლი ქრის­ტი­ა­ნი. ვა­ტა­რებ ჯვარს. 600 ეკლესია მაქვს აშენებული" - რაში დაადანაშაულა სააკაშვილმა ბოკერია?

მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ მასსა და ყოფილ თანამებრძოლ გიგა ბოკერიას შორის ფუნდამენტური განსხვავებებია. საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა „მთავარი არხის“ ეთერში „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ტრადიციული ფასეულობებისგან დისტანცირებაში დაადანაშაულა.

"აქ არის მართლაც ფუნდამენტური განსხვავებები. მაგალითად, მე ჩემი შეხედულებებით და ჩემი მრწამსით ვარ მართლმადიდებელი ქრისტიანი. ვინც რა უნდა თქვას, ესეც - ვატარებ ჯვარს.

ბოკერიამ და ბოკერიასნაირმა ადამიანებმა ყველაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ჩვენი დისტანცირება მომხდარიყო ტრადიციული, ქართული, ქრისტიანული ფასეულობებისგან" - აღნიშნა სააკაშვილმა.

მისივე თქმით, გიგა ბოკერია წლების განმავლობაში გამოირჩეოდა „განსაკუთრებულად ცინიკური დამოკიდებულებით ქართული ტრადიციების, ქართული ფასეულობების მიმართ“, რომელიც სააკაშვილისთვის „უძვირფასესია“.

ჟურნალისტების შენიშვნაზე, რომ იმავე ბრალდებას უყენებენ „ევროპულ საქართველოს“, „ნაციონალურ მოძრაობასა“ და პირადად მიხეილ სააკაშვილს „ქართული მარში“ და სხვა პრორუსული ძალები, ყოფილი პრეზიდენტი პასუხობს :

„ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი... ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის".

ამასთან, მიხეილ სააკაშვილი გიგა ბოკერიასთან თანამშრომლობას წინასაარჩევნოდ არ გამორიცხავს და ამბობს, რომ მის პარტიაში ბევრი ღირსეული პიროვნებაა.