საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო - კვირის პალიტრა

საქართველოს დელეგაცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას პროტესტის ნიშნად არ დაესწრო

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას საქართველოს დელეგაცია პროტესტის ნიშნად არ დაესწრო. ქართული დელეგაციის წევრების განცხადებით, პროტესტი უკავშირდება გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ ორგანიზაციაში რუსეთი დააბრუნა.

ქართულმა დელეგაციამ ამ ნაბიჯით სოლიდარობა გამოუცხადა უკრაინასაც.

ასევე, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საშემოდგომო სესიის გახსნას არ დასწრებიან უკრაინის, ლიტუვიუს, ესტონეთისა და ლატვიის დელეგაციის წევრები.

"ინტერპრესნიუსი"