მარშანია ბოკერიას: "შენ ხარ მკვლელი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ" - კვირის პალიტრა

მარშანია ბოკერიას: "შენ ხარ მკვლელი, უნამუსო ბოკერია ხარ შენ"

სად ჯანდაბაშია თქვენი ამომრჩეველი, მე თქვენს ამომრჩეველს შეურაცხყოფას ვაყენებ, რომელმაც უნამუსოდ მოგცათ ხმა, - ამ სიტყვებით "პატრიოტთა ალიანსის" დეპუტატმა ადა მარშანიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე "ევროპული საქართველოს" წევრებს მიმართა. ადა მარშანის გაღიზიანება სხდომაზე გიგა ბოკერიას სიტყვით გამოსვლას მოჰყვა, რომელიც "მუხროვანის ამბოხზე" საუბრობდა.

"გული გამისკდა, აღარ შემიძლია. შენ ვინა ხარ, შენ ხარ უნამუსო ადამიანი, მკვლელი ხარ შენ, უნამუსო ბოკერია ხარ შენ," - მიმართა ადა მარშანიამ ბოკერიას.

გოგა ბოკერიამ, თავის მხრივ მას უპასუხა, რომ მათაც უჭირთ ის, რომ "პუტინის ხალხი უზით უკან."

ბოკერიას აღნიშნული რეპლიკის შემდეგ "პატრიოტთა ალიანსის" წევრმა სიტყვიერი შეურაცხყოფა როგორც "ევროპული საქართველოს" წევრებს, ისე საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს მიაყენა.

"თქვენ ხართ ლაჩრები და მოღალატეები. თქვენ უღალატეთ ქართველ ერს. თქვენ ხართ უნამუსო ხალხი. სირცხვილია, რომ ამბობთ, რომ ესენი ხალხმა აირჩია,"- მიმართა ადა მარშანიამ უმრავლესობას.

აღნიშნული ინციდენტის შემდეგ ადა მარშანიამ სხდომათა დარბაზი დატოვა.

"ინტერპრესნიუსი"