"სადაც შესაძლებელია დაძაბულობის მოხსნა, ეს უნდა გავაკეთოთ" - რას ამბობს გიორგი გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე - კვირის პალიტრა

"სადაც შესაძლებელია დაძაბულობის მოხსნა, ეს უნდა გავაკეთოთ" - რას ამბობს გიორგი გახარია ზალკალიანი-ლავროვის შეხვედრაზე

ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, დავით ზალკალიანისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა ჩვენი ქვეყნის ინტერესების დაცვით, "საერთაშორისო პარტნიორებთან სინქრონში" შედგა.

"პირველი, ეს შეხვედრა მოხდა სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო მეგობრებთან. მეორე, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ ურთულესი პრობლემები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის არსებობს, მოაგვაროს... ჩვენ, რა თქმა უნდა, უნდა გვესმოდეს ერთი რამ: როდესაც მე ვამბობ, რომ ჩვენ ამ მიმართულებით ყველა ნაბიჯს გადავდგამთ აბსოლუტურად პრაგმატულად, ცივი გონებით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენს გასაკეთებელს არავინ გააკეთებს. ჩვენი სათქმელი იქნება ყოველთვის ჩვენი სათქმელი და იქ, სადაც შესაძლებელია, გარკვეული პროგრესის მიღწევა, დაძაბულობის მოხსნა, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს უნდა გავაკეთოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ქვეყნის ინტერესების სრული დაცვით, სრულ სინქრონში ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან, მაგრამ იმის გააზრებით, რომ რაც არ უნდა მძიმე იყოს, ჩვენს გასაკეთებელს, ჩვენ მაგივრად, ვერავინ გააკეთებს,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

იხილეთ ასევე: "პირისპირ შეხვედრების შემთხვევაში, რუსეთისგან იმგვარ შემოთავაზებას ველოდები, რაც შეიძლება ხაფანგი აღმოჩნდეს საქართველოსთვის"

"ინტერპრესნიუსი"