"ჩემი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა, როგორც სექსისტური" - რა განმარტებას აკეთებს ხაზარაძე? - კვირის პალიტრა

"ჩემი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა, როგორც სექსისტური" - რა განმარტებას აკეთებს ხაზარაძე?

"მაია ცქიტიშვილი შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ წარმოდგენა არ აქვს, რა არის საერთოდ ინფრასტრუქტურა", - განცხადა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ, რასაც საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა. ამის შმდეგ ხაზარაძემ განმარტება "ფეისბუკის" საშუალებით გააკეთა.

"ჩემი დღევანდელი განცხადება მაია ცქიტიშვილთან დაკავშირებით ადამიანების ნაწილმა აღიქვა, როგორც სექსისტური.

თუ ვინმემ ეს გამონათქვამი ქალების შეურაცხყოფად ჩათვალა, მინდა ხაზგასმით განვმარტო: ეს გამოთქმა არ გულისხმობდა მინისტრის სქესს. ზუსტად იგივე კონტექსტში ვახსენე ხაჭაპურის ცხობა გასულ კვირას ინგა გრიგოლიას გადაცემაში პროკურატურაზე საუბრისას. ("ხაჭაპურებივით აცხობენ საქმეებს").

მინდა ძალიან მკაფიოდ განვაცხადო ორი რამ: ქალთა თანასწორობა და უფლებების დაცვის საკითხი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის პრინციულად მნიშვნელოვანია; და ამის დასტურია ბევრი ქალი ჩვენს გუნდში და თანასწორი გარემო, რომელსაც აქ ვქმნით.

მეორე, რომ არ იყოს ორაზროვნება, მინისტრი ცქიტიშვილი არაკომპეტენტურია ისევე, როგორც ოცნების მთავრობა ბიძინა ივანიშვილის თამადობით. საკმარისია ხაჭაპურზე კომენტარები, ისაუბრეთ გაჩერებულ ქვეყანაზე", - წერს ხაზარაძე.