"შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხზე - კვირის პალიტრა

"შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ" - რას ამბობს სალომე ზურაბიშვილი შეწყალების საკითხზე

შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ, - ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტების კითხვას შეწყალების საკითხზე.

ზურაბიშვილმა მედიის წარმომადგენლებს დაწყნარებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხზე განმარტების მიცემის ვალდებულება არ აქვს.

"დაწყნარდით, რატომ ხართ ასე? მე არ ვიცი, სხვა რას ამბობს, მე ვიცი რა არის ჩემი პასუხისმგებლობა და ვიცი, რომ ამ ყველაფერზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ",- განაცხადა ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამართულ გამოფენებს ორბელიანის მოედანზე ესწრება.

"ინტერპრესნიუსი"