"წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა, ილია ჯიშკარიანს რამდენიმე წელია ვიცნობ, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს" - კვირის პალიტრა

"წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა, ილია ჯიშკარიანს რამდენიმე წელია ვიცნობ, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს"

"თუ დადასტურდა, რომ ილია ჯიშკარიანმა დანაშაული ჩაიდინა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, გამოძიებამ უნდა დაადგინოს ჰქონდა თუ არა ნამდვილად დანაშაულს ადგილი, რადგან ნებისმიერ ადამიანს შეუძლია მეორე ადამიანს რამე დააბრალოს.

"წარმოუდგენელია ადამიანს ასეთი რაღაც ჩაედინა. ამ ადამიანს ვიცნობ რამდენიმე წელია, ვიცი თუ როგორი ცხოვრებით ცხოვრობს. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. დაველოდოთ გამოძიებას. ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ნებისმიერ ადამიანზე იგივე ბრალდება წამოაყენოს, ამას სჭირდება მტკიცებულებები, სჭირდება გამოძიება. შეიძლება ეს იყოს ტყუილი, შეიძლება ეს იყოს მართალი, ამიტომ საჭიროებს გამოძიებას. თუ ვინმეს დანაშაული აქვს ჩადენილი, არ აქვს მნიშვნელობა საკრებულოს წევრია თუ თანამდებობის პირია, არ აქვს მნიშვნელობა დანაშაულზე აგებს პასუხს. თუ დადასტურდა, ეს ძალიან მძიმე იქნება ყველასთვის",- განაცხადა კალაძემ.

კომენტარის გაკეთებისას კახა კალაძემ იხუმრა და განაცხადა, რომ მისი ოპერატორიც არაერთხელ გამხდარა ძალადობის მსხვერპლი, თუმცა ამას დადასტურება სჭირდება.

"პერტაია, ჩემი ოპერატორი რამდენჯერმე იყო ძალადობის მსხვერპლი",- განაცხადა კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ "ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

"ინტერპრესნიუსი"