საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ექსპერტიზებია დანიშნული - რას ამბობენ შსს-ში - კვირის პალიტრა

საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ექსპერტიზებია დანიშნული - რას ამბობენ შსს-ში

თბილისის საკრებულოს დეპუტატის მიერ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ და ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ყველა შესაბამისი ექსპერტიზა დანიშნულია. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს. მათივე ინფორმაციით, აღნიშნულთან დაკავშირებით უკვე გამოიკითხა საკრებულოს დეპუტატი ილია ჯიშკარიანი და მისი თანაშემწე.

შს სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს, კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით, რაც ძალადობას გულისმობს, ასევე 138-ე მუხლით, რაც სექსუალური ხასიათის სხვაგვარ ქმედებას და 187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ ქართული ოცნების" დეპუტატს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს თანაშემწე სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

"ინტერპრესნიუსი"