ზაქარია ქუცნაშვილი: "საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვის და რას გადავეფარე"
ზაქარია ქუცნაშვილი: "საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვის და რას გადავეფარე"
პარლამენტის აწ უკვე ყოფილი დეპუტა­ტი­ ზაქარია ქუცნაშვილი 3-თვიან დუმილს არღვევს - რა მოხდა 20 ივნისს და ფიქრობს თუ არა, რომ თანაგუნდელებმა გაწირეს.

"ეს იცოდნენ უმრავლესობამაც და უმცირესობამაც"


- 20 ივნისს საქართველოში პირველად­ უნდა ჩატარებულიყო მართლმადიდებელი ქვეყნების საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია. ჩვენი ქვეყნისთვის ეს მნიშვნელოვანი მოვლენა­ იყო. აქედან გამომდინარე, მისი ჩაშლა შეცდომად მიმაჩნია, რადგან ამან როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიურად დაგვაზარალა.

- მაგრამ ხომ იცოდით, რომ ქართველი­ ერი არ შეეგუებოდა რუსი
დეპუტატის დაჯდომას პარლამენტის თავმჯდომარის სკამზე?
- ვისაც მიაჩნია, რომ საქართველო უნდა გაემიჯნოს საერთაშორისო ორგან­იზაციებში მუშაობას ან მათ მასპინძლობას, რადგან იქ რუსეთი ერთ-ერთი წევრი­ ქვეყანაა, იზოლაციისკენ გვიბიძგებს. ქართველი ერი იმას კი არ უყურებს საერთაშორისო­ ასამბ­ლეის მასპინძლობის დროს, რუსი დეპუტატი რომელ სკამზე დაჯდება, არამედ ელოდება, მშვიდობ­იანი გზით
როდის გამოიკვეთება ქვეყნის გამთლიანების საკითხი.

- ლაპარაკია ქვეყნის მეორე პირის სკამზე.
- იმ მომენტში საქართველოს პარლამენტის სხდომა არ ტარდებოდა. იქ უნდა დაწყებულიყო ასამბლეის სხდომა, რომელიც ბერძენ გენერალურ მდივანს უნდა წაეყვანა, მაგრამ გახსნა და წაიყვანა ასამბლეის პრე­ზიდენტმა, რუსმა დეპუტატმა (დედით ქართველმა) სერგეი გავრილოვმა.

- დროზე ვერ აღმოაჩინეთ ეს დარღვევა, რომ ზომები მიგეღოთ?
- როცა სხდომათა დარბაზში დილის 9.30 სთ-ზე შევედით, ორი რამ მომხვდა­ თვალში: პირველი - საქართველოს დელე­გაციის ბანერი განთავსებული იყო მეორე რიგში, რაც საერთაშორისო პროტოკოლის დარღვევაა, რადგან მასპინძელი ქვეყანა პირველ რიგში­ უნდა იჯდეს, მეორე - პრეზიდიუმში ერთის ნაცვლად ორი სკამი იდგა. სხდომის დაწყებამდე გავესაუბრე ჩვენი აპარატის თანამშრომლებს, რომლებმაც საერთაშორისო სამდივნოს გადაწყვეტილებაზე მიმითითეს.

ორივე დარღვევა გავაპროტესტე და ქართველები მართლაც გადმოსხეს პირველ რიგში, ხოლო პრეზიდიუმის სკამების თაობ­აზე მივიღე დიპლომატიური პასუხი, - ჩვენ გადავწყვეტთ, ვინ წაიყვანს სხდომასო.

- თქვენ გარდა, ვინ იყო ჩართული ასამბლეის ორგანიზებაში?
- საერთაშორისო ორგანიზაციების სხდომებს მათივე მუდმივმოქმედი სამდივნ­ო­ები უწევენ ორგანიზებას. მე მასპინძელი­ ქვეყნის დელეგაციის ხელმძღვანელი ვიყავი.
გენერალური ასამბლეის სხდომამდე 4 თვით ადრე სპეციალური მოხსენებით­ წარვდექი პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში, რომელსაც ყველა თანამდ­ებობის პირი ესწრებოდა. ასე რომ, 4 თვით ადრე ყველამ იცოდა, რომ ასამბლეა უნდა ჩატარებულიყო. შემდგომ 2 კვირით ადრე პარლამენტის სესიაზე მოვუწოდე ყველას, ჩართულიყო მის მუშაობაში. რაც შეეხება შეთანხმებული დღის წესრიგის დარღვევას, ეს ყველამ სხდომამდე რამდენიმე წუთით ადრე გავიგეთ.

- თქვენი აზრით, დეპუტატის მანდატის დატოვებით გადაეფარეთ "ოცნებას"?
- საზოგადოებამ თავად განსაჯოს ვის და რას გადავეფარე.

- თქვენ თქვით, რომ ჩუგოშვილი და ქაცარავა საქმის კურსში იყვნენ.
- რა თქმა უნდა. არაფერი გაკეთებულა ვინმეს მალულად. იცოდნენ უმრავლესობამაც და უმცირესობამაც.

- ირაკლი კობახიძემ თუ იცოდა?
- მისი აპარატი იყო ჩართული, ირაკ­ლი კობახიძე სესიის გახსნის დღეს აზერბაიჯანში იმყოფებოდა.

- როდესაც გადაწყვიტეთ მანდატის დატოვება, რა გითხრეს თანაგუნდელებმა?
- დიდმა ნაწილმა გაამართლა ჩემი გადაწყვეტილება, მადლობაც გადამიხადეს.

- ქაცარავამ და ჩუგოშვილმა?
- პირადად არაფერი უთქვამთ...
მარტო ბრძოლას მიჩვეული ვარ. გავა დრო და ყველაფერი გამოსწორდება,­ ურაპატრიოტიზმით კი მოჯადოებულ წრეს ვერ გავარღვევთ.

"სამწუხაროა, ქუცნაშვილი აქამდე რომ ვერ მიხვდა, პრობლემა რაშია"


იცოდა თუ არა 4 თვით ადრე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა ასამბლეის ჩატარების შესახებ და დატოვეს თუ არა ქუცნაშვილი "ბრძოლაში" მარტო, ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე სოფო ქაცარავას მივმართეთ.

- გავრილოვის ასვლა პრეზიდიუმში გაუთვალისწინებელი და პროვოკაციული ნაბიჯი იყო. სწორედ იმიტომ, რომ ამ სცენარის გათვლა ვერ შეძლო პარლამენტმა, ჩვენ პოლიტიკური პასუხისმგებლობისთვის თავი არ აგვირიდებია. პარლამენტის თავმჯდომარემ ღირსეული გადაწყვეტილება მიიღო. ზაქარიამაც დატოვა დეპუტატის მანდატი.
სამწუხაროა, ქუცნაშვილი აქამდე რომ ვერ მიხვდა, პრობლემა რაშია: არა ასამბლეის მასპინძლობაში, არამედ იმაში, თუ როგორ განვითარდა მოვლენები, როგორ მოხვდა გავრილოვი თავმჯდომარის სკამზე.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა