ზაალ უდუმაშვილი: "მოგვიწევს "ევროპულ საქართველოსთან" შეხების წერტილე­ბის მოძებნა"
ზაალ უდუმაშვილი: "მოგვიწევს "ევროპულ საქართველოსთან" შეხების წერტილე­ბის მოძებნა"
ფოტო:ზაალ უდუმაშვილი
რას ფიქრობენ "ნაციონალურ მოძრაობაში" სააკაშვილის სკანდალურ ინტერვიუზე გიგა ბოკერიასთან დაკავშირებით, და ყოველივე ამის შემდეგ, როგორ აპირებენ "ევროპულ საქართველოსთან" თანამშრომლობას, ამ საკითხებზე "კვირის პალიტრა" "ნაცმოძრაობის" ერთ-ერთ ლიდერს ზაალ უდუმაშვილს ესაუბრა.

- რატომ დაუპირისპირდა სააკაშვილი ბოკერიას, ვერ გეტყვით. ეს სააკაშვილის შეხედულება და პოზიციაა.

- თუ ეთანხმებით ამაში?
- მის მაგივრად კომენტარს ვერ გავაკეთებ.

- "ევროპულ საქართველოში" ფიქრობენ, რომ "ნაცმოძრაობა" რელიგიურ-პატრი­ო­ტული ამომრჩევლის მოზიდვას ცდილობს.
- ვერ გავიზიარებ აზრს, რომ სააკა
­შვილი ახალ ტრენდს მისდევს­, ­ "ნაცმოძრაობა" რომ ქრისტიან-დემოკრატიული­ პარტიის ოჯახის წევრია, დიდი ხანია ცნობილია. ჩვენი პარტია ტრადიციების ერთგულია და იმავდროულად, დაფუძნებულია ინოვაციებზე - ეს ორი რამ ერთმანეთს არ გამორიცხავს.

- თუმცა კულუარებში ბოკერიას ყოვე­ლთვის ადანაშაულებდნენ რელიგიური ღირებულებების უგულებელყოფაში...
- ბოკერიაზე ჯერ კიდევ შევარდნაძისა­ და შემდეგ "ნაცმოძრაობის" დროს იყო ლაპარაკი...
მე იმ პერიოდში არ ვყოფილვარ "ნაცმოძრაობის" წევრი და შესაბამისად, ამაზე ვერ ვისაუბრებ.

- და მაინც, ამის შემდეგ "ნაცმოძრაობისა" და "ევროპული საქართველოს" თანამშრომლობა როგორ წარმოგიდგენიათ?
- მგონი, ყველა ვთანხმდებით, მათ შორის "ევროპული საქართველოც", რომ ივანიშვილთან ბრძოლა მხოლოდ ძალების გაერთიანებით არის შესაძლებელი. თუ ამოსავალი წერტილი ივანიშვილის დამარცხებაა, მოგვიწევს შეხების წერტილე­ბის მოძებნა. სააკაშვილმაც განაცხადა, რომ ბოკერიასთან დაპირისპირების მიუხე­დავად, "ევროპულ საქართველოსა" და სხვა პროდასავლურ პარტიებთან თანამშრომლობას არ გამორიცხავს.

- "ევროპული საქართველო" სააკაშვილს­ მადლობასაც კი უხდის, რადგან ამით საბოლოო დისტანცირება მოხდა­ "ევროპ­ულ საქართველოსა" და "ნაცმოძრაობას" შორის.
- "ნაცმოძრაობა" და "ევროპული საქართველო" დიდი ხანია, სხვადასხვა პარტიაა და ბევრ საკითხში განსხვავებული აზრი გვაქვს, თუმცა ეს არ გამორიცხავს, რომ მომავალში თანამშრომლობა შედგეს.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა