აკაკი ზოიძე: "ყველაზე ხშირად მოხმარების წამლები 1 ლარად უნდა გაიყიდოს
აკაკი ზოიძე: "ყველაზე ხშირად მოხმარების წამლები 1 ლარად უნდა გაიყიდოს
ლარის კურსის ვარდნას ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირება მოჰყვა - ბოლო რამდენიმე თვეში წამლის ფასი 25-30%-ით გაიზარდა. აფთიაქებში აცხადებენ, რომ მედიკამენტების უმრავლესობა 2-3 ლარით გაძვირდა და ამ ეტაპზე სტაბილურ ფასს მხოლოდ ქრონიკული დაავადებების წამლები ინარჩუნებს. რამ განაპირობა წამლის ფასის ასეთი ზრდა და რა ღონის­ძიებების გატარებას აპირებს სახელმწიფო, "კვირის პალიტრა" პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკაკი­ ზოიძეს­ ესაუბრა.

- ფასების მატება წამლებზე პირველად არ ხდება, ამიტომაც ჯანდაცვის კომიტეტი ხარისხიანი
წამლების ხელმისაწვდომობასა და ფასების დარეგულირების საკითხზე აქტიურად მუშაობს. ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია წარმოადგინოს გეგმა, როგორ მოვაგვაროთ ეს პრობლემა. ჩვენი სურვილია, სიმბოლურ ფასად - 1 ლარად - ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების გარდა, ხშირად მოსახმარი წამლებიც გაიყიდოს. მომხმარებელთა­ ის კატეგორია, ვისაც წამლები­ ლარად ეკუთვნის, გაფართოვდა და 700 000-მდე
კაცს მოიცავს. ესენი არიან: სოციალუ­რად დაუცველები, პენსიონერები, ვეტერანები და შშმ პირები.

- ქრონიკული დაავადებების მედიკამენტები არც გაძვირებულა.
- არც გაძვირდებოდა, რადგან სახელმწიფო აფინანსებს, მაგრამ უნდა გაფართოვდეს მედიკამენტების სია ბავშვებისთვის, ორსულებისთვის და ისიც ლარად გაიყიდოს. ტკივილგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი თუ ანტიბიოტიკი, ანუ ყველაზე ხშირი მოხმარების წამლებიც უნდა შევიდეს ამ სიაში. ლაპარაკია სულ 90 სახეობის წამალზე.­ ეს ჩვენი სურვილი და ინიციატივაა და მომავალი წლის ბიუჯეტის განხილვისას ამ საკითხს აუცილებლად დავაყენებთ.
ფასები ასევე უნდა დარეგულირდეს გადაუდებელ და აუცილებლად საჭირო მედიკამენტებზე და გაიყიდოს სიმბოლურ ან განახევრებულ ფასად.

- რა ეშველებათ იმ მოქალაქეებს, რომლებიც აღნიშნულ კატეგორიას არ განეკუთვნებიან?
- მედიკამენტები ნებისმიერი მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი. სოციალურად დაუცველები თუ სიმბოლურ ფასად ან უფასოდ შეიძენენ, დანარჩენებისთვის მათი ფასი უნდა განახევრდეს და კიდევ უფრო დაიწიოს.

აუცილებელია მედიკამენტების სახელმწიფო სუბსიდირება მინიმუმ 100 გადაუდებელი საჭიროების წამალზე. თუმცა მხოლოდ ეს არ კმარა, სხვა მექანიზმებიც უნდა ამოქმედდეს. მაგალითად, ექიმებმა ნაკლები წამალი უნდა გამოწერონ. ყველასთვის ცნობილია, რომ ექიმი პაციენტს 2-ის ნაცვლად 5 წამალს უწერს. ამ მიმართულებითაც უნდა გამკაცრდეს კონტროლი - ელექტრონული რეცეპტებით გამოჩნდება, ვინ უწერს პაციენტს ზედმეტ წამალს. იგეგმება წამლების ხარისხის გაკონტროლებაც.

- მაგრამ სუბსიდირება ხომ დროებითია და ადრე თუ გვიან, ეს პრობლემა ისევ იჩენს თავს.
- ეს სწორედ გრძელვადიანი პრობლემის აღმოფხვრას გულისხმობს. მთელ მსოფლიოში ასეა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა