გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვია - კვირის პალიტრა

გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს ეწვია

გერმანია არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტიტისა ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგრაციის ძლიერი მხარდამჭერია, - ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში განაცხადა, სადაც რამდენიმე წუთის წინ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის თვითმფრინავი დაეშვა.

საგარეო საქმეთა მინისტრი, განათლების რეფორმირების კუთხით, გერმანიასთან თანამშრომლობას "უაღრესად დადებითად" აფასებს და მისი თქმით, გერმანიის პრეზიდენტის ეს ვიზიტი "თვისობრივდ კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობას".

"ინტენსიურად ვითარდება ქართულ-გერმანული ურთიერთობები. ბოლო ერთი წლის განმავლობაში, ჩვენ ვუმასპინძლეთ გერმანიის კანცლერს, ანგელა მერკელს, ასევე შედგა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი გერმანიაში და ამჟამად უკვე გერმანიის პრეზიდენტს ვმასპინძლობთ საქართველოში. ეს არის ნიშანი იმისა, რომ გერმანია არის ჩვენი ძალიან ძლიერი მხარდამჭერი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტიტის, ჩვენი ევროპული, ევროატლანტიკური ინტეგტაციის. ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, რომ ის შეთანხმბები, რომელიც კანცლერ მერკელის ვიზიტის დროს იყოა მიღწეული, საქართველოში თანდათანობით სრულდება. ჩვენ გერმანიასთან გვაქვს ინტენსიური თანამარომლობა ეკონომიკური მინართულებით. ეკონომიკური თანამშრომლობის დინამიკაც პოზიტიურია. პოზიტიურია ასევე გერმანიიდან საქართველოში ვიზიტორების რაოდენობა. კულტურის და განათლების სფეროში, განსაკუთრებით პროფესიული განათლების რეფორმირების კუთხით, გერმანიასთან თანამშრომლობა უაღრესად დადებითია და ეს ვიზიტი თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე აიყვანს ურთიერთობას", - განაცხადა ზალკალიანმა.

"ინტერპრესნიუსი"