"ზარდიაშვილს დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად ის მოსიარულე ნაღმია, რომელზეც "ქართული ოცნება" პერიოდულად ფეთქდება"
"ზარდიაშვილს დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად ის მოსიარულე ნაღმია, რომელზეც "ქართული ოცნება" პერიოდულად ფეთქდება"
გაუშვებენ, არ გაუშვებენ, წავა, არ წავა, დაატოვებინებენ მანდატს თუ არა, ამის მიუხედავად ეს ადამიანი არის მოსიარულე ნაღმი, რომელზეც პერიოდულად "ქართული ოცნება" ფეთქდება. თავად უნდა გადაწყვიტონ, იუნდათ თუ არა ამ ადამიანთან ასოცირება, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს დეპუტატ ვანო ზარდიაშვილის მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ტრაგედიაა ის, რომ დღეს ზარდიაშვილი პარლამენტის წევრია.

"თავად უნდა გადაწყვიტონ, ბიძინა ივანიშვილს უნდა ასეთი ადამიანი საუბრობდეს მისი
სახელით, რომელიც აბსოლუტურად დისკრედიტირებულია, თუ არ უნდა. მახსოვს, რამდენჯერმე დადგა ეს საკითხი, როდესაც მე თვითონ დავაყენე თავის დროზე. ჩემსა და ზარდიაშვილს შორის კონფლიქტი არ არის პერსონალური კონფლიქტი. ეს იყო კონფლიქტი კლანსა და კლანის სახელით ამ ადამიანის წინ გამოშვებით და ძალიან ბინძური დავალებების მიცემით ჩემს წინააღმდეგ.
ეს იყო სწორედ ამ კლანის ბრძოლა ჩემთან, ამ სახით. ტრაგედია ისაა, რომ ის "ქართული ოცნების" სახელით საუბრობს, ტრაგედიაა, რომ ასეთი ადამიანი პარლამენტის წევრია. პარლამენტს არ ახსოვს, არასდროს არავის უკადრებია ასეთი რამ და არ გადაუბიჯებია ისეთი წითელი ხაზებისთვის, რაც ამ ადამიანმა აკადრა პარლამენტს, როგორც ინსტიტუციას, ქალს. ყველაფერი, რაც ბოლო პერიოდში ისმოდა, ვერანაირ ჩარჩოში ვერ ეტევა. ამიტომ, ჩემთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, "ქართულმა ოცნებამ" იდარდოს ამ ნაღმებზე რამდენჯერ აფეთქდება",-განაცხადა ეკა ბესელიამ.

ბესელიას თქმით, სჭირდება თუ არა "შავი საქმეების" შემსრულებლად მმართველ გუნდს ზარდიაშვილი, არჩევანი მათ უნდა გააკეთონ.

"ასეთი ადამიანები არიან "ქართული ოცნების" საყრდენები, ივანიშვილის სახე რომ ხდება ასეთი ადამიანი, ეს მისი პერსონალური პრობლემა ხდება. მე კი არ მომაყენა შეურაცხყოფა იმ საშინელი სიტყვებით, რომელსაც ის საჯაროდ ამბობდა, მან შეურაცხყოფა პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილს მიაყენა, რომელსაც უთხრა, რომ ასეთი ადამიანი გედგა შვიდი წელი გვერდით და მას ენდობოდი. ან ერთმანეთის მსგავსები ხდებიან, ან ემიჯნებიან, სხვა მოცემულობა არ არის", - აცხადებს ბესელია.

შეგახსენებთ, რომ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შესაძლოა, პარლამენტის დეპუტატის მანდატი უახლოეს პერიოდში უმრავლესობის წევრმა ვანო ზარდიაშვილმა დატოვოს.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა