გერმანიის პრეზიდენტი: "ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით"
გერმანიის პრეზიდენტი: "ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით"
ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვართ კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით, - ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტად მყოფმა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პრესკონფერენციაზე ჟურნალისტის კითხვას, რომელიც საქართველოში მისი ვიზიტის კონკრეტულ მიზანს შეეხებოდა.

შტაინმაიერის თქმით, როგორც საქართველო, ასევე ნატო აფასებენ და აგრძელებენ იმპლემენტაციას კონკრეტული მიზნების და ამოცანების დანერგვას, ხოლო თანამშრომლობა საქართველოსა და გერმანიას შორის არის არა მხოლოდ ამ პაკეტის მხარდაჭერა, არამედ ბევრი სხვა რამ, მათ შორის, საქართველოს შეიარაღებული ძალების წევრთა აქტიური მონაწილოება სხვადასხვა
მისიაში.

"მე სრულიად სხვა როლი მაქვს ამჯერად. შტაინმაიერის ფორმულას რაც შეეხება, 3 წლის წინ ეს უკვე იქნა შეთანხმებული მაღალი სამიტის დონეზე, უკრაინის, რუსეთის პრეზიდენტების, საფრანგეთის პრეზიდენტის მონაწილეობით, ასევე გერმანიის კანცლერის მონაწილეობით. შინაარსი რჩება შინაარსად. რაც შეეხება ჩემს ვიზიტს, ეს არის ვიზიტი პოლიტიკურ წრეებთან, იმიტომ, რომ
ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა მივიდეთ ადმინისტრაციულ საზღვართან, ვესაუბროთ ევროკავშირის მისიას, მაგრამ ამჯერად ნამდვილად არ ჩამოვსულვარ კონკრეტული ინიციატივითა თუ წინადადებით. ადმინისტრაციული საზღვის მონაკვეთი არის მნიშვნელოვანი, ამას სჭირდება ხანგრძლივი და გრძელვადიანი, მოთმინებასთან დაკავშირებული მოქმედებები," - განაცხადა შტაინმაიერმა.

"ინტერპრესნიუსი"

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა