გერმანიის პრეზიდენტი ილია მეორეს:"თქვენი მთავრობა ეძებს გამოსავალს, რომ დიპლომატიური გზით გადაიჭრას კონფლიქტი, რუსეთის აქტიური ჩართულობაც აქ გარდაუვალია" - კვირის პალიტრა

გერმანიის პრეზიდენტი ილია მეორეს:"თქვენი მთავრობა ეძებს გამოსავალს, რომ დიპლომატიური გზით გადაიჭრას კონფლიქტი, რუსეთის აქტიური ჩართულობაც აქ გარდაუვალია"

მიუხედავად იმისა, რას ვნახავთ ადმინისტრაციულ საზღვართან, კარგად ვიცით, რა სიტუაციაა იქ - ამის შესახებ გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა, საქართველოს პატრიარქთან ილია მეორესთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ბოლო თვეებია გახშირდა ამ საზღვრების გავლება და კონტროლი, ეს საზღვრის გავლება კი ცუდად მოქმედებს ჩვეულებრივ ადამიანებზე, რომლებიც ორივე მხარეს ცხოვრობენ.

"როცა საქართველოზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება, არ ვთქვათ იმ დიდ გამოწვევასა და პრობლემაზე, რასაც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპაციას ეხება. თქვენ ახსენეთ, რომ ეს სიტუაცია არ უნდა იყოს და მოინახოს კონფლიქტის გადაჭრის გზები. მინდა გავიხსენო, როცა 2008 წელს პირველად ვიმყოფებოდი საქართველოში, ეს იყო ივლისის ბოლოს, მაშინ გვინდოდა მოგვეძებნა გამოსავალი, რომ არ მომხდარიყო ეს კონფილიქტი, მაგრამ სამწუხაროდ, ეს ვერ შევძელით. ვიცი, რომ თქვენი მთავრობა ეძებს გამოსავალს, რომ დიპლომატიური გზით გადაიჭრას კონფლიქტი და რა თქმა უნდა, აქ ჩართული უნდა იყოს მეორე მხარეც და რუსეთის აქტიური ჩართულობაც აქ გარდაუვალია," - აღნიშნა შტაინმაიერმა.

"ინტერპრესნიუსი"