სალომე ზურაბიშვილი საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის საქმეს "ტვიტერში" ეხმაურება - კვირის პალიტრა

სალომე ზურაბიშვილი საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის საქმეს "ტვიტერში" ეხმაურება

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საკრებულოს თანამშრომლის თამთა თოდაძის საქმეს "ტვიტერში" ეხმაურება.

#MeToo საქართველოშიც. თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ მისი თანაშემწის სავარაუდო სექსუალურ შევიწროებაზე გამოძიება მიმდინარეობს. ჩვენ არ ვიქნებით ტოლერანტულები" - წერს ზურაბიშვილი "ტვიტერში".

შეგახსენებეთ, რომ საკრებულოს თანამშრომელი თამთა თოდაძე საკრებულოს წევრს, ისნის მაჟორიტარს ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს.

"ინტერპრესნიუსი"