"ვიმედოვნებთ, რომ რუსეთიდან გამოგზავნილი სიგნალი ქართული მხარისგან გაგონილი იქნება" - კვირის პალიტრა

"ვიმედოვნებთ, რომ რუსეთიდან გამოგზავნილი სიგნალი ქართული მხარისგან გაგონილი იქნება"

ვიმედოვნებთ, რომ რუსეთიდან გამოგზავნილი სიგნალი ქართული მხარისგან გაგონილი იქნება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში, საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, საუბარი კონკრეტული იყო და რუსულ მხარეს მდგომარეობის ნორმალიზების იმედი აქვს.

„ყოველ შემთხვევაში, იმის იმედი მაინც გვაქვს, რომ მდგომარეობა ივლისის ინციდენტამდე არსებულ ვითარებას დაუბრუნდება“, – განაცხადა რუდენკომ.

აღნიშნული განცხადებები რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკომ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 49-ე რაუნდის წინ გააკეთა. ანდრეი რუდენკო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში პირველად მონაწილეობს. მანამდე რუსული მხრიდან ჟენევის ფორმატში გრიგორი კარასინი მონაწილეობდა.

"ინტერპრესნიუსი"