"უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, "ქართული ოცნების" რეალობაში კი მიღებულია უდიპლომო პროკურორი, მინისტრი და მოსამართლე" - კვირის პალიტრა

"უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, "ქართული ოცნების" რეალობაში კი მიღებულია უდიპლომო პროკურორი, მინისტრი და მოსამართლე"

უდიპლომო სასიძოები გვყავდა კინოში, მაგრამ ძალიან სამწუხარო პოლიტიკურ რეალობაში აღმოვჩნდით, რომ "ქართული ოცნების" პირობებში სახელმწიფოს მართავს უდიპლომო მინისტრი თეა წულუკიანი, უდიპლომო პროკურორი და ჩვენს წინაშე არიან უდიპლომო მოსამართლებიც, - ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

ანა დოლიძის თქმით, ამის მიზეზი არის ის, რომ მმართველ პარტიაში მთავარი ფასეულობა კომპეტენცია არ არის.

"თუ ქართულ კინოკლასიკაში მიღებულია უდიპლომო სასიძო, "ქართული ოცნების" რეალობაში მიღებულია უდიპლომო პროკურორი, უდიპლომო მინისტრი და უდიპლომო მოსამართლე. ეს იმ პირობებში, როდესაც ჩვენს ქვეყანაში არის უამრავი ნასწავლი და კომპეტენტური ადამიანი, რომელიც სახლში ზის და სამსახურს ეძებს. ამის მთავარი მიზეზია ის, რომ "ქართული ოცნების" რეალობაში მთავარი ფასეულობა არის პიროვნული ერთგულება, არაკომპეტენცია და არა სამშობლოსადმი თავდადება“, - განაცხადა ანა დოლიძემ.

"ინტერპრესნიუსი"