"ხვალიდან იწყება პროცესი, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!"
"ხვალიდან იწყება პროცესი, ეს იქნება ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!"
საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძე 10 ოქტომბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოში დაგეგმილ სხდომასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს.

"ხვალ, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 11:00 საათზე ჩემი და ბადრი ჯაფარიძის სასამართლო პროცესი იწყება. საქმე, რომელსაც საფუძვლად ყოვლად აბსურდული ბრალდება, ე.წ."ფულის გათეთრება" დაედო, ხვალიდან ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის მიერ მიტაცებულ სასამართლოში გადაინაცვლებს მისივე პირადი იურისტის, უდიპლომო გენერალური პროკურორის - შალვა თადუმაძის მიერ თეთრი ძაფით შეკერილი საქმე, რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც კანონთან,
არც სამართალთან, არც საღ აზრთან! ხვალიდან იწყება ეს პროცესი, მაგრამ ეს არ იქნება მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის პროცესი, ეს იქნება - ბიძინა ივანიშვილის სასამართლო პროცესი!

გეპატიჟებით ყველას - საერთაშორისო საზოგადოებას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, მედიას, მოქალაქეებს, რათა იხილოთ როგორია ბიძინას სასამართლო და გაეცნოთ საქმეს, რომელიც კიდევ ერთხელ ახდის
ფარდას ივანიშვილის მიერ შექმნილ ჭაობს, დალპობით რომ ემუქრება სახელმწიფოსაც და ამ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანების მომავალსაც. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ - ეს დასრულდება", - აცხადებს ხაზარაძე.

"ინტერპრრესნიუსი"

Nukri Kacho
12 ოქტომბერი 2019 02:45
Shens pirs shaqari mamukajan, tu am xinkal qabab dimpitauramde dayvanilk ivanishvilisejli erovnuli dacemisgan gamoafxizleb am tavmoyvareoba dhelaxul ers.
გამოსავალი
10 ოქტომბერი 2019 10:58
დაწეროს განცხადება გადადგომაზე,ბიძინა მაინც არ აპატიებს ტყუილს. თაგვმა თხარა თხარაო კატა გამოთხარაო. მსოფლიომ უკვე გაიგო ყალბი დიპლომის ამბავი. ამ ტყუილში მდინარაძემ შეუწყო ხელი.
ალექს
10 ოქტომბერი 2019 08:42
მამუკამ ბიძინას და მიშას შევცვლი,მაგრამ სისტემას არაო ,მეც მომწონს და ხალხსაცო,არცერთხელ არ უთქვამს რეფერენდუმზე არ მოგვწონსო,არჩევნებზეც ამ სისტემის შვილებს აძლევენ ხმასო,და ხმასაც არ იღებენ ,როცა არჩევნებს სისტემატურად უყალბებენო !?

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?