"ჩვენ ვუფრთხილდებით მეგობრულ ურთიერთობებს ქართველ ხალხთან" - რა აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე - კვირის პალიტრა

"ჩვენ ვუფრთხილდებით მეგობრულ ურთიერთობებს ქართველ ხალხთან" - რა აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის სერგეი ვერშინინის განცხადებით, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართულ საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის ავიამიმოსვლის აღდგენის საკითხი განიხილეს. ამის შესახებ ვერშინინმა "იზვესტიას" განუცხადა.

"ეს საკითხი განიხილეს. მე ჯერჯერობით მხოლოდ შემიძლია დავეყრდნო პრეზიდენტის პრესმდივანის დიმიტრი პესკოვის განცხადებას. ეს მნიშვნელოვანი საკითხია. ეს უნდა გადაწყდეს იმის გათვალისწინებით, თუ როგორ არის საქმეები ამ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ (ავიამოსვლის შეწყვეტა)", - განაცხადა ვერშინინმა.

კითხვაზე, ხედავს თუ არა რუსული მხარე რაიმე წინაპირობას იმისთვის, რომ უახლოეს პერსპექტივაში ავიამიმოსვლა აღდგეს, ვერშინინი პასუხობს:" ჩვენ ვუფრთხილდებით მეგობრულ ურთიერთობებს ქართველ ხალხთან. ამ ურთიერთობების გაუმჯობესებისა და ნორმალიზაციის ნებისმიერ ნაბიჯს მივესალმებით, თუმცა ასეთი ნაბიჯები გადაიდგმება ყველა გარემოებების გათვალისწინებით".

"ინტერპრესნიუსი"