"ათასობით ღირსეული პოლიციელის სახელით გეუბნებით, რომ დავაკავებთ იმას, ვინც შებღალავს პოლიციელის რეპუტაციას - წერტილი!" - კვირის პალიტრა

"ათასობით ღირსეული პოლიციელის სახელით გეუბნებით, რომ დავაკავებთ იმას, ვინც შებღალავს პოლიციელის რეპუტაციას - წერტილი!"

ათასობით კეთილსინდისიერი და ღირსეული პოლიციელის სახელით გეუბნებით, რომ ჩვენ დავაკავებთ პირველ რიგში იმას, ვინც შებღალავს პოლიციელის რეპუტაციას. გასაგებია?! წერტილი! - ამის შესახებ ჟურნალისტებს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განუცხადა.

ჟურნალისტებმა მთავრობის მეთაურს კითხვა დაუსვეს შსს-ს თანამშრომლის ნარკორეალიზაციისთვის დაკავების შესახებ და აღნიშნეს, რომ აღნიშნული კადრი სამსახურში გიორგი გახარიას შს მინისტრად ყოფნის დროს მიიღეს. პასუხად მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ამას არავითარი მნიშვნელობა აქვს.

"არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ და რა დროს აიყვანეს შს სამინისტროში. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ შს სამინისტრო, როგორც დღეს მთავრობის სხდომაზე ვთქვი, უმკაცრეს და შეურიგებელ ბრძოლას უცხადებს, პირველ რიგში, დამნაშავეებს მის რიგებში. ამის დამადასტურებელი ფაქტია თუნდაც ეს, რომელიც პირველ რიგში შსს-ს გამოძიების შედეგად იყო დაკავებული, ისევე როგორც ის საზარელი ბოლო შემთხვევა, როდესაც 2 პოლიციელი იყო დაკავებული. კიდევ ერთხელ ვთქვი და გავიმეორებ, არავის მივცემთ იმის უფლებას, რომ ათობით ათასობით კეთილსინდისერი პოლიციელის რეპუტაცია შეიბღალოს რამდენიმე დამნაშავის გამო, რომელიც უმკაცრესად და ყველანაირი კომპრომისის გარეშე იქნება დასჯილი" . - განაცხადა გიორგი გახარიამ.

"ინტერპრესნიუსი"