მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა - ვინ არიან ისინი - კვირის პალიტრა

მამუკა ხაზარაძემ "ლელოს" კიდევ 12 წევრი წარადგინა - ვინ არიან ისინი

საზოგადოებრივი მოძრაობა "ლელოს" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მოძრაობის კიდევ 12 წევრი წარადგინა.

"ლელოს" ახალი წევრები იქნებიან: 1. ოქტაი ქაზუმოვი - ფილოლოგი, მთარგმნელი; 2. ქეთევან ჟვანია-თაისონი - პიროვნული განვითარების ტრენერი, ტრანსფორმაციული ქოუჩი, არაფორმალური განათლების სპეციალისტი და ახალგაზრდული მუშაკი; 3. ანდრო ბიბილეიშვილი - ბიზნესმენი; 4. ნიკოლოზ კიკვიძე - ეკონომისტი, სამოქალაქო აქტივისტი; 5. ეთერ გაიაშვილი - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი; 6. თემურ არაბიძე - ბიზნეს ადმინისტრირების სპეციალისტი; 7. ირაკლი აფაქიძე - მსახიობი; 8. ნინო მგალობლიშვილი - სამხატვრო აკადემიის დიზაინის ფაკულტეტის მოდის დიზაინის მიმართულების ხელმძღვანელი, კულტურის კვლევების დოქტორი; 9 ნუკრი საჯაია - ბიზნესის მართვის სპეციალისტი; 10. რამაზ ბლუაშვილი - მეცნიერებისა და განათლების პოპულარიზაციის ფონდ "ნოვა"-ს დამფუძნებელი და პრეზიდენტი; 11. ნინო ყამბეგაშვილი - პიანისტი, ეკონომიკური სამართლის სპეციალისტი; 12. ირაკლი ქადეიშვილი - მხატვარ-არქიტექტორი.

ასევე, ხაზარაძემ აღნიშნა, რომ ძალიან ბევრი ადამიანი უერთდება "ლელოს" და საზოგადოებრივი მოძრაობა ეტაპობრივად, სხვადასხვა ფორმით ყველა მათგანს წარადგენს. მისივე თქმით, პროცესი გაგრძელდება როგორც თბილისში, ასევე - რაიონებში.

იხილეთ ვიდეო