"რატომ უნდა ვიყო?" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მის დაბარებაზე დასმულ შეკითხვას - კვირის პალიტრა

"რატომ უნდა ვიყო?" - რა უპასუხა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურაში მის დაბარებაზე დასმულ შეკითხვას

პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, შეწყალების საქმესთან დაკავშირებით პროკურატურისთვის მის მიერ ჩვენების მიცემა რატომ არის საჭირო.

"არა, რატომ უნდა ვიყო?", - ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვას, თუ იყო ან თუ მივა მომავალში პროკურატურაში.

ვრცელი კომენტარი პრეზიდენტმა აღნიშნულ საკითხზე არ გააკეთა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის მიერ მარიამობის დღესასწაულისთვის განხორციელებული შეწყალების ცალკეულ შემთხვევებთან დაკავშირებით საზოგადოებაში კითხვები არსებობს, რაზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო.

"ინტერპრესნიუსი"