"თქვენ რომ გაეძარცვეთ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?!" - ვის და რატომ მიმართავს მიხეილ სააკაშვილი
"თქვენ რომ გაეძარცვეთ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?!" - ვის და რატომ მიმართავს მიხეილ სააკაშვილი
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი თავის ვიდეო მიმართავში, რომელიც სოციალურ ქსელში განათავსა, აცხადებს, რომ დღეს მოქმედი მთავრობის მაღალჩინოსნები, რომლებსაც დანაშაული დაუმტკიცდებათ, საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ უნდა გასამართლდნენ. მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ეროვნული ერთიანობის, სულგრძელობისა და მაქსიმალური პატიების მიუხედავად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის დოვლათი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა მიითვისა.

"ამნისტიაზე, პატიებაზე, შერიგებაზე... რა თქმა უნდა, ჩვენ არ უნდა გავიმეოროთ ის სიველურე, რაც ხდება ბოლო პერიოდის განმავლობაში, როცა მოდის ერთი მთავრობა და იწყებს ნებისმიერი საბაბით
წინა მთავრობის დევნას. ეს არის არაცივილიზებული, ეს ძალიან აზარალებს საქართველოს. ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა ამ განწყობამ და კლიმატმა. რა თქმა უნდა, ჩვენ გვჭირდება ეროვნული ერთიანობა და გვჭირდება მაქსიმალური სულგრძელობა და მაქსიმალური პატიება, მაგრამ არსებობს რაღაც სხვა რეალობები. ივანიშვილმა მიითვისა ეროვნული დოვლათის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი, ამგვარად
საუბარი იმაზე, რომ ეს უნდა შერჩეს არ არის სწორი, მაგრამ როგორ უნდა მოხდეს ამის წაღება?! არა მურუსიძეების და თუნდაც ახალი მურუსიძეების მიერ. ეს უნდა მოხდეს საერთაშორისო ანტიკორუფციული სასამართლოს მიერ, სადაც ჩვენ მოვიწვევთ რამდენიმე ინგლისელ, ამერიკელ, ჰოლანდიელ და სხვა დასავლელ მოსამართლეს და ისინი ძალიან ზედმიწევნით, იურიდიული პროცედურის შედეგად თუ დაუმტკიცდებათ ყველაფერი, მოახდენენ ყველაზე მაღალი თანამდებობის პირების საკითხების გარკვევას", - აცხადებს სააკაშვილი.

მიხეილ სააკაშვილის განმარტებით, წინასწარ იმის თქმა, რომ ყველას ყველაფერი შერჩება, მეტი დანაშაულის ჩადენისკენ ბიძგია.

"ამავე დროს შემსრულებლებს არავინ არ ერჩის, მაგრამ დღეს წინასწარ იმის გამოცხადება, რომ ყველას ყველაფერი შერჩება ნიშნავს, რომ ვეუბნებით, მოიპარეთ, რაც შეიძლება მეტი, გაძარცვეთ ხალხი რაც შეიძლება მეტი და შეგრჩებათ ხახვივით. თუ მთავრობა არ შეიცვლება, ხომ შეგრჩებათ და თუ შეიცვალა, მაინც შეგრჩებათ, რბილად რომ ვთქვათ, უხერხულია. იმ პოლიტიკოსებს მინდა ვკითხო ვინც ამას ამბობს, თქვენ რომ გაეძარცვეთ, თქვენ ქონებას რომ შეხებოდნენ, იგივე იქნებოდა თქვენი რეაქცია?! მაშინ ხალხის დოვლათმა და ქონებამ რა დააშავა?! მე ვფიქრობ, აქ არის საუბარი საერთაშორისო პროცედურებზე, არის საუბარი ყოველგვარი მიკერძოებულობის გამორიცხვაზე და რა თქმა უნდა, საქართველოში შეიცვლება მთავრობა, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ მიმართული ეროვნულ ერთიანობაზე, უნდა მოვიშუშოთ ეს იარა, რომელიც ივანიშვილმა მიაყენა საქართველოს ქვეყნის დაყოფით, მაგრამ ყველაფერი უნდა იყოს სამართლიანობის პრინციპზე და საერთაშორისო ნორმებზე დაფუძნებით და შემდეგ უკვე პოლიტიკური გადაწყვეტილებები - პოლიტიკური გადაწყვეტილებებია და იქაც ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მიმტევებლები - აი ასეთია ჩემი პოზიცია", - დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

სტატუს ქუო
16 ოქტომბერი 2019 09:38
პირველ რიგში თვითონ იქნება დასაჭერი.
ალექს
15 ოქტომბერი 2019 11:17
აჰა,ამას შერჩა უკვე,გონია!

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?