"ეს ბიჭი ჩემში სიბრალულს იწვევს, მეტს არაფერს" - ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს
15-10-2019
"ეს ბიჭი ჩემში სიბრალულს იწვევს, მეტს არაფერს" - ეკა ბესელია ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს
პარტია "სამართლიანობისთვის“ ლიდერი, ეკა ბესელია პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს, "ქართული ოცნების“ აღმასრულებელ მდივანს, ირაკლი კობახიძეს დებატებში იწვევს. ეკა ბესელია "პალიტრანიუსის“ გადაცემაში "360 გრადუსი“ გამოეხმაურა, ამავე ეთერში ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, ეკა ბესელია "ქართული ოცნების“ გუნდიდან მმართველმა პარტიამ გაუშვა, ხოლო ვანო ზარდიაშვილი თვითონ წავიდა. ბესელია კობახიძის ამ განცხადებას სიცრუეს უწოდებს და ამბობს, რომ "კობახიძე იაფფასიანი მატყუარა ბიჭია“

"ის ადამიანია, რომელსაც ისე შეუძლია ტყუილი თქვას, რომ უბრალოდ, არ შერცხვება ამ
ტყუილის თქმის და გუშინდელი ეთერიც ამის დამადასტურებელი იყო. ის ვერ გასცდა ზარდიაშვილის სტანდარტს . მისი მთელი ღირებულებითი სისტემა ეტევა ზარდიაშვილის ფენომენში და ეს გუშინაც გამოჩნდა, რომ მისტირის იმ ადამიანს, რომელიც პარლამენტიდან სრულიად სამართლიანად გაძევდა“, - განაცხადა ბესელიამ.

ბესელია თქმით, მას დასამალი არაფერი აქვს.

"აქ, მინდოდა
გუშინ თქვენთან ვყოფილიყავი. არასდროს მქონია სურვილი კობახიძესთან დებატების, მასთან დებატების სურვილი პოლიტიკოსს როგორ უნდა გაგიჩნდეს, მაგრამ მუშინ გამიჩნდა სურვილი. მინდოდა ღია ეთერში, მთელი საზოგადოებისთვის, ვინც გიყურებდათ და გისმენდათ, მეჩვენებინა ეს უტიფარი ბიჭი . მის სახეს გაჩვენებდით, აქ რომ ვყოფილიყავი. თუ მას ეყოფა გამბედაობა, შეუძლია მიუხედავად იმისა, რომ არც ის მიმაჩნია ჩემს წონით კატეგორიაში პოლიტიკოსად, რომელთან ერთადაც უნდა ვიჯდე და რაღაც ვამტკიცო, მაგრამ ამ გამონაკლიის დავუშვებ, მოვიდეს, გაბედოს და თვალებში შემომხედოს და თქვას, რომ მე კობახიძემ გამიშვა?!

ეს ბიჭი ჩემში სიბრალულს უიწვევს, მეტს არაფერს. იმიტომ, რომ ასეთ თემებზე სპეკულაციის უფლება არ მივცე, ამაზეც(დებატზე) თანახმა ვარ. ვისი გამშვები იყო ირაკლი კობახიძე?! თქვენ უშვებთ, რომ ეკა ბესელიას ირაკლი კობახიძე გაუშვებდა გუნდიდან ?! მოდი, გაბედოს და დაჯდეს. ნებისმიერ დროს მოვალ თქვენთან და მოვყვები, როგორ ელოდებოდა ოთხშაბათს, ქუთაისის პარლამენტში თბილისიდან წამოსულ ეკა ბესელიას, რა ინფორმაცია უნდა ჩამეტანა მისთვის და რა უნდა გამეგებინა იმ ათკაციან სიაზე“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

"ინტერპრესნიუსი"

ფსიქიატრი
18 ოქტომბერი 2019 23:25
არ დამთავრდა ამ ბესელიას ხულიგნობა.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?