"ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში"
16-10-2019
"ამერიკელების ადგილი არის შავ ზღვაში"
ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ასეთ პროექტში, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელნი არიან ამ პროექტში, - ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრი "ლელოს" დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თქმითაც, ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პროექტზე უარის თქმისკენ მოუწოდებდა და მიიჩნევდა, რომ შავ ზღვაში ამერიკელების ადგილი არ არის.

"რა თქმა უნდა ... და
ძალიან საინტერესო კითხვაა. პირადად ჩემს მიმართ კონსორციუმის მხრიდან ბრალდებები გვესმის, თითქოს ამერიკელი ინვესტორის სასარგებლოდ გავაგდე ყაზახი ინვესტორი ოთახიდან, ამავდროულად, კონსორციუმის ერთ-ერთი დამფუძნებლისგან ბრალდება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს ჩვენ არ გვინდა ამერიკელები ვიხილოთ შავ ზღვაში, უბრალოდ არათავსებადია ერთმანეთთან. ერთ ლოგიკაზე და ერთ ხაზზე უნდა შეთანხმდნენ.

რა
თქმა უნდა, ამერიკელების ადგილი არის არამარტო შავ ზღვაში, არამედ მოგეხსენებათ, რომ ჩვენი და აშშ-ს ურთიერთობა გასცდა სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებს. ეს არის გრძელვადიანი ისტორიული ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის და რა თქმა უნდა, ასეთ პროექტში, როგორიც არის პორტი, როგორიც არის ასეთი ტიპის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა, რა თქმა უნდა, ამერიკელი ინვესტორები მისასალმებელნი არიან ამ პროექტში", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

ალექს
20 ოქტომბერი 2019 09:06
რა გახადეთ რა, რაღაცა მილიარდ ,ორი მილიარდი ვერ გიშოვნიათ,წადით ემიგრაციაში ,შეევედრეთ ას ასი დოლარი თვეში, ერთი წელი გირიცხონ ,მეორე წელს და მომდევნო წლებშიც უკან ჩაურიცხეთ იგივე საპროცენტო სხვაობით აი სახაზინო ვალდებულებებს რო ჩუქნით საქართველოს ბანკს !
არ ჩაფარცხოთ ეს საქმე გორი ქარი ელექტრო წისქვილივითა -აქციონირებას ვგულისხმობ,ვერავინ რო ვერ გაიგო რასა და რითვინ ყიდიდით !
ემიგრაციაც იხეირებს და თქვენ ხომ ხეირის ნახვას ვერავინ დაგასწრებთ ?!
აბა ისე სურამის ციხეს დაამსგავსეთ ,მაინცდამანიც ეს ახოვანები გინდათ ჩააყოლოთ მიშა,ბადრი,მამუკა ,ეგერ არაა გვარამია ,ან ჭიაბერაშვილი,ისიც პრეზიდენტობა რო უნდოდა,ადრე არჩევნები რო გააყალბა,არა თარხნიშვილი არა,მეორე ,მეორე ,დაბალ დაბალი, მსუქანი,ნაკლები ლესვა დაჭირდებათ,ისე რომელი ზურაბები ეგენია !
Zuka
17 ოქტომბერი 2019 10:39
Mtavroba ra tqma unda tvaltmaqcobs, ivanishvilma kargad icis rom agorebuli skandalis fonze hazaraze da zmani misni clis bolomde verc investors moizidaven da verc kredits miigeben.
Ar vici cnobs tu ara sasamartlo damnashaved hazarazes fulis gatetrebis sakithshi, ise ki sqema romelic savaraudod mat gamoiyenes metad primitiuli da tvalshisacemia. Rogorc panamis faelebma achvena ivanishvili gacilebit profesionalurad abavs am saqmes tavs :)

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?